logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველო კანადაში კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის მშენებლობის პროექტში ჩაერთო
საქართველო კანადაში კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის მშენებლობის პროექტში ჩაერთო
18:05 19.09.2017
საქართველოს მთავრობა მონაწილეობას მიიღებს კანადაში, ოტავას ცენტრალურ უბანში კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი თავისუფლების მემორიალის მშენებლობაში, რომელზეც 1917 წლის შემდეგ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მომხდარი მოვლენები იქნება გამოსახული.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, კანადაში საქართველოს საელჩოში ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, კანადაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ მემორიალის პროექტის ავტორს, ლუდვიკ კლიმკოვსკის საქართველოს მთავრობის სახელით სიმბოლური საბანკო ჩეკი გადასცა.

კონსტანტინე ქავთარაძემ ხაზი გაუსვა, რომ ამგვარ პროექტში მონაწილეობა მნიშვნელოვნად გაზრდის იმ კანადელთა რიცხვს, რომლებიც საქართველოსა დამისი ისტორიის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ. ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად პროექტში საქართველოს ჩართვა პოზიტიურიპოლიტიკური გზავნილიც იქნება.

პროექტის ავტორმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა მემორიალის მშენებლობის პროექტში ჩართულობისთვის. ასევე აღნიშნა, რომ გმირთა მემორიალის მეშვეობით კანადა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მათ შორის საქართველო, პატივს მიაგებენ იმ ადამიანებს, რომლებიც საბჭოთა კომუნისტური სისტემის მსხვერპლი გახდნენ, იძულებული იყვნენ დაეტოვებინათ თავიანთი ქვეყნები და კანადისთვის შეეფარებინათ თავი. კლიმკოვსკიმ აღნიშნა, რომ მემორიალს საგანმანათლებლო ფუნქციაც ექნება, რამეთუ ბევრმა კანადაში არ იცის თუ რა გზა გამოიარეს საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ მყოფმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა.

პროექტში მონაწილეობის მიღებით საქართველო მიუერთდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 6 ქვეყანას, რომელმაც რამდენიმე წლის წინ მემორიალის მშენებლობის თანადაფინანსების სურვილი გამოთქვა.

პროექტში ჩართვის შედეგად, მემორიალზე დაიტანება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი თარიღები, ასევე, მემორიალში ჩამონტაჟებული სპეციალური ელექტრონული მოწყობილობის მეშვეობით, საქართველოს შესახებ ინფორმაცია ჩაიტვირთება დამთვალიერებლების მობილურ ტელეფონებში.

აღნიშნული პროექტი კანადის მთავრობის მიერაა დამტკიცებული. მისი ღირებულება 3.5 მილიონი კანადური დოლარით განისაზღვრა, აქედან, კანადის მთავრობის დაფინანსება 2 მილიონ კანადურ დოლარს შეადგენს, 1.5 მილიონ კანადურ დოლარს კი ლუდვიკ კლიმკოვსის ორგანიზაცია „Tribute to Liberty”გაიღებს. მემორიალის მშენებლობის თანადაფინანსების მიზნით, საქართველოს მთავრობამ 25 000 კანადური დოლარის ექვივალენტი აშშ დოლარი გამოჰყო. მემორიალის საძირკვლის ჩაყრა მიმდინარე წლის შემოდგომაზე მოხდება. მშენებლობა 2018 წელს უნდა დასრულდეს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა