logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ კოლომბოში ორმხრივი შეხვედრები გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ კოლომბოში ორმხრივი შეხვედრები გამართა
16:21 19.09.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ, მინისტრის მოადგილის, დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით, სამხრეთ აზიის რეგიონში ტურნეს ფარგლებში, შრი ლანკის დემოკრატიულ-სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქ კოლომბოში შრი ლანკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, ვასანთა სენანაიკესთან, საგარეო საქმეთა მდივნის მოვალეობის შემსრულებელთან მ. მ.ჯაფერთან და მინისტრის მოადგილესთან ა. ლ. აზიზთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაიით, აღნიშნულ შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და შრი ლანკას შორის ორმხრივი ურთიერთობების და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობის პერსპექტივები სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და კულტურის სფეროებში.


უწყების ინფორმაციითვე, შეხვედრებისას მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის, სამართლებრივი ბაზის განვითარების, პარლამენტთაშორისი ურთიერთობების განმტკიცებისა და ხალხთა შორისი კონაქტების გაღრმავების მნიშვნელობა აღინიშნა. შრი ლანკის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგა დელეგაციის შეხვედრა შრი ლანკის ტურიზმის განვითარებისა და ქრისტიანულ-რელიგიურ საქმეთა სამინისტროს მდივანთან, ესალა ვირაკუნთან, სადაც განიხილეს ტურიზმის სფეროში ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობები.

დადებითად შეფასდა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში შრი ლანკიდან საქართველოში ვიზიტორთა მზარდი დინამიკა. მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და შრი ლანკის ტურიზმის განვითარების ადმინისტრაციის მხრიდან გამოთქმული მზადყოფნა, ადინისტრაციებს შორის მჭიდრო თანამრომლობის დამყარებასთან დაკავშირებით.

შრი ლანკაში ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია ასევე შეხვდა შრი ლანკის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერაციის პრეზიდენტს სარათკაჰაპალარაჩის და ფედერაციის გენერალურ მდივანს, აღმასრულებელ დირექტორს აჯიტ დ. პერერას.

მხარეებმა ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენელთა შორის კონტაქტების დამყარების მნიშვნელოვაზე და უახლოეს მომავალში ბიზნეს დელეგაციების გაცვლის აუცილებლობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ხელი მოეწერა საქართველოს სამრეწველო პალატასა და შრი ლანკის სავაჭრი-სამრეწველო პალატების ფედერაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა