logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ქართული ოცნების“ ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი რიმა ბერაძე მოსახლეობას კარდაკარ ხვდება
„ქართული ოცნების“ ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი რიმა ბერაძე მოსახლეობას კარდაკარ ხვდება
14:17 19.09.2017
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს.

რიმა ბერაძე დღეს, ქურდიანის შესახვევისა და ზაზიაშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებმა მაჟორიტარობის კანდიდატს მათი საცხოვრებელი სახლების მდგომარეობისა და ქუჩის ინფრასტრუქტურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მაჟორიტარობის კანდიდატი მათ არსებული პრობლემების ეტაპობრივ მოგვარებას დაპირდა.

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჩუღურეთის რაიონი ქალაქის ძირძველი და აქედან გამომდინარე ინფრასტრუქტურულად რთული რაიონია. გასული სამი წლის განმავლობაში სწორედ ეს მიმართულება იყო ჩვენი მუშაობის პრიორიტეტი. ჩვენ შევძელით და მოვაწესრიგეთ რაიონის ყველა ცენტრალური და თითქმის ბევრი შიდა ქუჩა. გპირდებით, მე და ჩემი გუნდი, გამარჯვების შემდეგ, კვლავ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას იქამდე, სანამ ჩვენს რაიონში ყველა ქუჩა არ იქნება გამართული და ყველა სახლი რეაბილიტირებული“ - განუცხადა ადგილობრივებს მაჟორიტარობის კანდიდატმა.

რიმა ბერაძემ ჩუღურეთელებს პარტიის საარჩევნო პროგრამა და სოციალურ საკითხებზე გუნდის ხედვა გააცნო.

„სოციალური მიმართულება ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია, ამიტომ ქვეყნის ბიუჯეტის მესამედი სწორედ ამ მიმართულებით იხარჯება. ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ. ვნერგავთ და ვაუმჯობესებთ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს. კახა კალაძის მიერ გაცხადებული „ქართული ოცნების“ სოციალური პოლიტიკა ის რეალური გეგმაა, რომელიც ჩვენს ქალაქში შეამცირებს სოციალურად დაუცველთა რაოდენობას და მათი ცხოვრების პირობებს უკეთესს გახდის“- განაცხადა ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა