,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ავთანდილ
ცინცაძემ მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყო.
მაჟორიტარობის კანდიდატი დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონისა და ვაშლიჯვრის, კერძოდ, გოძიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს უკვე შეხვდა. შეხვედრა გაიმართა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მდებარე დევნილთა დასახლებაშიც.
ავთანდილ ცინცაძე მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო და პრობლემების მოგვარების საკუთარ ხედვებზეც ისაუბრა. ყოფილმა სპორტსმენმა ხაზი გაუსვა ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში და განაცხადა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევების პარალელურად, ამ საკითხის მოგვარებაზეც იმუშავებს.

















