logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: ჩემს თანაქალაქელებთან ერთად ვიქნები ადამიანი, ვინც საზოგადოებრივ ტრანსპორტს პოპულარიზაციას გაუწევს
კახა კალაძე: ჩემს თანაქალაქელებთან ერთად ვიქნები ადამიანი, ვინც საზოგადოებრივ ტრანსპორტს პოპულარიზაციას გაუწევს
21:43 18.09.2017
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ მერად არჩევის შემთხვევაში, დედაქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტს პოპულარიზაციასგაუწევს.

ამის შესახებ მან თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით განსახორციელებელ სამუშაოებზეისაუბრა.

„დედაქალაქში არსებობს რაიონები, კონკრეტული უბნები და ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს,ან თუ მოძრაობს, მოქალაქეებს საათზე მეტი ხნით ლოდინი უწევთ, რაც რა თქმა უნდა, გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს. ჩვენ, ახალი სამარშრუტო ხაზების დამატებითა და ავტობუსების შემოყვანით, მოსახლეობას აღნიშნულ პრობლემას მოვუხსნით“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტისა და პოპულარობის მიმართულებით, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს.

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არა მხოლოდ კომფორტული გახდეს, არამედ პოპულარული უნდა იყოს და მე, ჩემს თანაქალაქელებთან ერთად ვიქნები ადამიანი, ვინც ამას პოპულარიზაციას გაუწევს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში, დედაქალაქში მიკროატობუსებით 603 000 ადამიანი გადაადგილდება, ავტობუსებით - 330 000, ხოლო მეტროს- 288 000 მგზავრი გადაყავს.

„იმის შემდეგ, რაც მეტროს რეაბილიტაციას მოვახდენთ და მას ახალი ვაგონები დაემატება, დარწმუნებული ვარ, რომ მეტროთი უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს. თბილისში არსებულ ორ საბაგიროს კი, დღეში დაახლოებით, 4100 ადამიანი გადაყავს. ეს ის მიმართულებებია, რაზეც ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში ვიმუშავებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მეტროს ვაგონების რეაბილიტაციასა და არსებული ვაგონების ჩანაცვლების შესახებ იურისტმა ირაკლი ხმალაძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 200 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები განხორციელდება.

„ჩვენ ამ ღონისძიებით მივალთ იქამდე, რომ შეიქმნება უფრო მეტი კომფორტი მგზავრების გადაყვანის დროს, გაიზრდება მგზავრთა რაოდენობა და სადგურებზე მოლოდინის დრო შემცირდება. მოხდება 23 მეტროსადგურის რეაბილიტაცია, სადაც ამ მიმართულებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 200 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა