logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 დავით დონდუა ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა
დავით დონდუა ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა
17:11 18.09.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან დანიილ ხოშაბოსთან, ამავე დეპარტამენტის მრჩეველთან მარსელ კაპსთან და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილესთან ანა ზეცსთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპის საბჭოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-16 კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ მომზადება წარმოადგენს.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ევროპის საბჭოს დელეგაციას ბოლო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ყურადღება გამახვილდა რუსეთის ე.წ. მესაზღვრეების მიერ საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით გამაგრების, ასევე აფხაზეთის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე. აღინიშნა, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას, ადგილობრივთა წვდომას კერძო საკუთრებაზე და იზოლაციაში აქცევს საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ მოსახლეობას. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ქართველების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერებაზე. კერძოდ, ხაზი გაუსვა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებებს, რომლებიც გალში მცხოვრებ ქართველობას აიძულებს უცხოელებად დარეგისტრირებას და საკუთარი იდენტობის შეცვლას. საუბარი შეეხო ასევე გალის რაიონის კვალდაკვალ, ახალგორის ქართულ სკოლებში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვას მიმდინარე სასწავლო წლიდან. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული ვითარება საჭიროებს უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმებს ადგილზე.
მხარეებმა ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში სამშვიდობო პროცესზე ისაუბრეს. მინისტრის მოადგილემ ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს ბოლო რაუნდების განმავლობაში მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესი გააცნო.
შეხვედრის ბოლოს ევროპის საბჭოს ნდობის აღდგენის მექანიზმების მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება. ქართულმა მხარემ სტუმრებს საოკუპაციო ხაზებით გაყოფილს საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში ევროპის საბჭოს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა