logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ძველი თბილისის ათი ქუჩა რეაბილიტირდება
კახა კალაძე: მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ძველი თბილისის ათი ქუჩა რეაბილიტირდება
21:46 15.09.2017
გუდიაშვილის სკვერი რეაბილიტირდება და ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ კრწანისის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც გუდიაშვილის სკვერში გაიმართა.
მისივე თქმით, ურბანული განვითარების გეგმის შესაბამისად მოხდება ისტორიული უბნების რეაბილიტაცია.
„წარმოვადგინეთ 10 ქუჩის დასახელება, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ და არჩევნების შემდეგ ამ პროექტებს განვახორციელებთ. ძველი თბილისის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგან ყველამ კარგად დავინახეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეაბილიტირებული ძველი თბილისი. რამდენად მნიშვნელოვანია ახალი სიცოცხლის შემოტანა. ეს ყველაფერი ვნახეთ აღმაშენებლის მაგალითზე,“ - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ტურისტული პოტენციალის უფრო მეტად გაზრდის მიზნით, გარდა ისტორიული უბნების რეაბილიტაციისა, სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებები და ფესტივალები დაიგეგმება.
„ჩვენს დედაქალაქში ვაპირებთ საინტერესო ფესტივალების გამართვას. ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც მისასალმებელია და უფრო მეტი საინტერესო პროექტი განხორციელდება. ამასთან ერთად, ძველი თბილისის რეაბილიტაციით ადამიანები მეტად დაინტერესდებიან. ტურისტის ჩამოსვლით უფრო მეტი შემოსავალი ჩნდება ბიუჯეტში, ადამიანებს მეტი შემოსავალი უჩნდებათ, ქალაქში ცხოვრება კი მეტად საინტერესო ხდება“ - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.
მისივე თქმით, ხელი შეეწყობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.
„შეიძლება ეს პირდაპირ მერიის მუნიციპალიტეტის ფუნქცია-მოვალეობა არ იყოს, თუმცა, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია იმ პროგრამების ხელშეწყობა, რაც ეკონომიკის სამინისტროს აქვს წამოწყებული მეტი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერობის კანდიდატი დღესვე კრწანისისა და ხეივნის ქუჩებზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრისას, კახა კალაძემ ხაზი გაუსვა ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებს, მუნიციპალური ტრანსპორტის განახლების, მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობისა და სამშენებლო სტანდარტის საკითხებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა