logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს ელჩმა ავსტრალიის თანამეგობრობის გენერალ-გუბერნატორს რწმუნებათა სიგელები გადასცა
ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს ელჩმა ავსტრალიის თანამეგობრობის გენერალ-გუბერნატორს რწმუნებათა სიგელები გადასცა
15:48 15.09.2017
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ავსტრალიის თანამეგობრობაში, გიორგი დოლიძემ ავსტრალიის თანამეგობრობის გენერალ-გუბერნატორს, პიტერ ქოსგროუს რწმუნებათა სიგელები გადასცა .

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, რწმუნებათა სიგელების ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში ავსტრალიის გენერალ-გუბერნატორთან ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.

უწყების ინფორმაციითვე, შეხვედრაზე პიტერ ქოსგროუმ აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის პოლიტიკურ დონეზე არსებულ ძალზედ კარგ ორმხრივ ურთიერთობებს, სხვადასხვა სფეროში განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. ამ კუთხით, მან ყურადღება გაამახვილა ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა ეკონომიკა, კულტურა, განათლება და სოფლის მეურნეობა. შეხვედრაზე ავსტრალიურმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა საქართველოსთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარებისთვის.

გენერალ-გუბერნატორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ავსტრალიის ურყევი და განგრძობითი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. აღნიშნულ ჭრილში მან, ასევე ისაუბრა რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკაზე მეზობელი ქვეყნებისადმი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ავსტრალია არასდროს შეეგუება რუსეთის ამგვარ ქმედებებს.

საუბარში, პიტერ ქოსგროუმ, ასევე ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ავსტრალიის ჩართულობაზე და მაღალი შეფასება მისცა ავღანეთში, ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ (RSM) საქართველოს მონაწილეობას.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო ავსტრალიის გენერალ-გუბერნატორის მიერ დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ ლანჩზეც.

ღონისძიებას სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს მხრიდან სახელმწიფო მდივნის მოადგილეგერი ქუინლენი ესწრებოდა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა