საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის,
თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, კონგრესმენ მაიკლ კონავეის შეხვდა.
პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთოებებზე და საპარლამენტო თანამშრომლობის გარღმავების მნიშვნელობაზე.
უწყების ინფორმაციითვე, კონგრესმენმა მაიკლ კონავეიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობისა და ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა.
შეხვედრაში პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სერგი კაპანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა და კომიტეტის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი.

















