logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ჩინეთის ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი: ჩინეთი დიდად აფასებს საქართველოსთან მეგობრობას
ჩინეთის ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი: ჩინეთი დიდად აფასებს საქართველოსთან მეგობრობას
18:00 14.09.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ჩინეთის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარეს ლი ძინ ჭაოს შეხვდა.
ლი ჭაომ ჩინეთის ტურიზმის ადმინისტრაციის სახელით ვიცე-პრემიერს გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად საქართველოს კანდიდატის არჩევა მიულოცა, რაც, როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ორგანიზაციის გამარჯვებაცაა.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ჩინეთს მხარდაჭერისთვის. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, იგი ბედნიერია, რომ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს სწორედ - ჩინეთში, მის ულამაზეს ქალაქ ჩენგდუში.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩინეთთან წარმატებულ თანამშრომლობას მრავალ სფეროში, მათ შორის, ტურიზმის მიმართულებით და აღნიშნა, რომ საქართველო UNჭთO-ს ფარგლებში შემდგომ თანამშრომლობას გააგრძელებს. მიხეილ ჯანელიძე UNჭთO-ს გენერალური ასამბლეისას ჩინეთის ინიციატივით ტურიზმის მსოფლიო ალიანსის დაფუძნებას მიესალმა და აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც მთავრობის, ასევე, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით ალიანსთან ითანამშრომლებს და მის საქმიანობაშიც ჩაერთვება.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის საკითხებიც მიმოიხილეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ჩინეთის ინიციატივაში "გზა და სარტყელი" საქართველოს აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობა. როგორც ჩინეთის ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, ჩინეთი დიდად აფასებს იმ როლს რაც საქართველოს აქვს აბრეშუმის გზის პროექტში.
ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების, აზიის ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების ბანკში საქართველოს ჩართულობასა და სხვა მრავალ მნიშვნელოვან ერთობლივ პროექტებზე, რაც საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ ორმხრივ ინტერესს უსვამს ხაზს- გააღრმავონ და განავითარონ თანამშრომლობა .
ტურიზმის, კულტურისა და ხალხთაშორისი კავშირების განვითარება პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველო, თავისი კულტურული და ისტორიული ძეგლებით ზამთრისა და საზაფხულო კურორტებით საინტერესო ტურისტული დანიშნულების ადგილია ჩინეთისთვის. აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებას ხელს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული პირდაპირი ფრენები უწყობს.
ასევე ხაზი გაესვა ჩინეთის ბიზნეს წრეების მხრიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მზარდ ინტერესს და მათ წარმატებულ საქმიანობას მრავალ სექტორში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა