თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 18:00 საათამდე სოფელ ლისის და
ნუცუბიძის IV მიკრორაიონს არ მიეწოდება.
ქვესადგურში „ზღვისპირეთი“ და „არსენალი“ სარემონტო სამუშაოების გამო, ენერგომომარაგება 10-დან 17:00 საათამდე ხუდადოვის, მანჯგალაძის, ზაქრაძის, ლალიონის, ცოტნე დადიანის, მესხის და ტყეკულტურის ქუჩებს შეეზღუდება.
ამავე პერიოდში, შეზღუდვა მამარდაშვილის, ჩეჩელაშვილის და ართვინის ქუჩებს, ვაზისუბნის I მიკრორაიონის, ბეთანიის და საინგილოს ქუჩებს, დიდი დიღმის I მიკრორაიონის ნაწილს, პეტრიწის და გიორგი ბრწყინვალის ქუჩებს შეეხება.
ელექტროენერგია 10-დან 18:00 საათამდე თავისუფლების მოედნის, ლეონიძის, მაჩაბლის და ინგოროყვას ქუჩებს, ვარკეთილის ზემო პლატოს, ვარკეთილის მასივის I კვარტლის, მოსკოვის გამზირის და ჭირნახულის ქუჩას არ მიეწოდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში შუქი ჭავჭავაძის გამზირის და ატენის ქუჩებს, თემქის III მიკრორაიონის IV კვარტლის, ზესტაფონის, ჭყონდიდელის, ცოტნე დადიანის და ასკურავას ქუჩებს გაეთიშება.
ქვესადურში „სოლოლაკი“ სარემონტო სამუშაოების გამო, 11-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება ბეთლემის, თონეთის, იერუსალიმის, ბოტანიკის, აბანოს, გრიშაშვილის, გორგასალის და სანაპიროს ქუჩებს შეეზღუდება.

















