კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრს და დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი ტრიპოლსკის ვრცელი სამოქმედო გეგმა აქვს.
„ჩემი სამოქმედო გეგმა საკმაოდ ვრცელია. დიდი გამოცდილება მაქვს მთის რეგიონების მიმართულებით, ასევე, შევიმუშავეთ პროგრამები, რომლის განცხორციელებასაც ვაპირებ“ -აღნიშნა ტრიპოლსკიმ.
მისი თქმით, იგი არასამთავრობო ორგანიზაცია „მთისა და ბარის კავშირი“ ვიცე-პრეზიდენტი 3 წელი იყო, ამიტომ, მთის რეგიონებში არსებულ პრობლემებს კარგად იცნობს.
„ჩემი გვარი შეცდომაში ნუ შეგიყვანთ. მე ფასანაურიდან ვარ, შესაბამისად, მთაში არსებულ პრობლემებსაც კარგად ვიცნობ, თუმცა, ადგილზე მოსახლეობასთანაც გავივლი კონსულტაციებს“ -აღნიშნა ტრიპოლსკიმ.
ტრიპოლსკი ივანიშვილმა დუშეთის მაჟორიტარად დღეს, მცხეთაში გამართულ აქციაზე წარადგინა. ამასთან, კოალიციიდან მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ექიმი დიმიტრი ხუნდაძე იქნება, ყაზბეგში - ექიმი მირიან წიკლაური, ხოლო თიანეთში - იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი.

















