logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 ვაშინგტონში  საქართველო - ამერიკის სტრატეგიული  პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
ვაშინგტონში საქართველო - ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
12:09 13.09.2017
ვაშინგტონში საქართველო - ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფმა ის ისტორიული მოვლენები აღნიშნა, რაც წინ უძღოდა შეხვედრას და რამაც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის შესაძლებლობები გააძლიერა.

მიმდინარე წელს ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ (GშOIA), რამაც შექმნა პრაქტიკული თანამშრომლობის ახალ ერაში ინფორმაციის ნაყოფიერი გაცვლის საფუძველი.

ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ხელისუფლებასთან მუშაობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს საბრძოლო მზადყოფნისა და მდგრადობის გაუმჯობესების მიზნით. მხარეები ასევე გააღრმავებენ "NOBLE PAღთNEღ 17"-ისა და "AGILE შPIღIთ 17"-ის წარმატებული წვრთნების საფუძველზე თანამშრომლობას, რაც ზრდის თანამშრომლობის მასშტაბს და აუმჯობესებს სამხედრო თავსებადობას.

მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ვითარებასთან დაკავშირებით და მიმოიხილეს ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტებში ახალი საფრთხეების შესაბამისად შეტანილი ცვლილებები. ქართულმა მხარემ ისაუბრა ქვეყნის "ეროვნული სამხედრო სტრატეგიის" განახლებისა და "სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვის" იმპლემენტაციის პროცესზე. ამერიკულმა მხარემ კი შეხვედრის მონაწილეებს გააცნო "აშშ-ს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია" და 21 აგვისტოს პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოცხადებული სამხრეთ აზიის რეგიონის ახალი პოლიტიკა. მათ ხაზგასმით აღნიშნეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისადმი მდგრადი და სტრატეგიული მიდგომის მნიშვნელობა, რაც ხელს უწყობს ორი ქვეყნის უსაფრთხოებას, ამტკიცებს რეგიონულ სტაბილურობასა და გლობალურ უსაფრთხოებას.

მხარეებმა მიმოიხილეს "Nობლე Pარტნერ 2017", რომელიც საქართველოში დღემდე ჩატარებულ ყველაზე მასშტაბურ მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებს წარმოადგენს და მონაწილეობა მიიღო სამხედრო პერსონალმა საქართველოდან, სომხეთიდან, გერმანიიდან, სლოვენიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. წვრთნებმა გააუმჯობესა საქართველოს სამხედრო ძალების შესაძლებლობები მრავალეროვნული მისიების მართვისა და კონტროლის კუთხით, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს სამხედრო ძალების მზადყოფნის გაუმჯობესებასა და თავსებადობას ნატო-ს რეაგირების ძალებთან (NღF).
წვრთნებმა ასევე აჩვენა მრავალეროვნული ოპერაციებისთვის ტრანსპორტირების, მდგრადობისა და საწვრთნელი ინფრასტრუქტურის შესაძლებლობების დონე.

31 ივლისი - 1 აგვისტოს საქართველოში გამართული ვიზიტისას, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკლ პენსმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის განცხადების ერთგულია და საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატო-ს წევრი, მტკიცედ უჭერს მხარს. ვიცე-პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც უკვე აჭარბებს ნატო-ს მიერ დაწესებულ თავდაცვის ხარჯების დონეს - მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, მოახდინონ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სრული იმპლემენტაცია, რაც წინ წევს საქართველოს მზადებას ნატო-ში წევრობისთვის. მათ ასევე დაადასტურეს ბრიუსელში განხილული დამატებით თანამშრომლობის აქტივობების საჭიროება, საქართველოს ნატო-ში წევრობისათვის მოსამზადებლად. მხარეებმა გამოხატეს მზაობა შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაძლიერებისთვის და აღნიშნეს საქართველოს, როგორც რეგიონში განსაკუთრებული პარტნიორის, როლი.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მადლიერება გამოხატა ავღანეთისა და ნატო-ს მისიაში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. მხარეებმა პატივი მიაგეს დაღუპული და დაჭრილი ქართველებისა და ამერიკელების მიერ გაღებულ მნიშვნელოვან მსხვერპლს. განსაკუთრებით აღინიშნა აგვისტოში ავღანეთში დაღუპული სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის წვლილი.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტში პრიორიტეტების განსაზღვრის საკითხი და აშშ-ის დახმარება, რომელიც მიმართული იქნება (თავდაცვით) შესაძლებლობებში არსებული ხარვეზების შევსებისკენ, რაც გლობალურ დისლოცირებასა და ტერიტორიულ თავდაცვას შორის ბალანსის მიღწევას შეუწყობს ხელს. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს აღიარებს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს რეგიონში და მტკიცე პარტნიორს გლობალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების მხრივ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ქართულმა მხარემ სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია ადგილზე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ. ამერიკულმა მხარემ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა. მხარეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონებიდან, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად. ამერიკულმა მხარემ გამოხატა ღრმა შეშფოთება მიმდინარე ე.წ. "ბორდერიზაციისა" და გამშვები პუნქტების დახურვის გამო. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მხარდაჭერა 2016 წელს საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელის კანონის წინაშე პასუხისგებაში მიცემის საქმეში.

მხარეებმა მიმოიხილეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და საქართველოს შორის სიღრმისეული და ყოვლისმომცველი პარტნიორობის საკითხები და შეთანხმდნენ, რომ თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა დაეხმარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მზადყოფნის ამაღლებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააღრმაონ თანამშრომლობა - თავდაცვითი მზადყოფნის; კონტრ-ტერორიზმის; სასაზღვრო და საზღვაო უსაფრთხოების; თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუციურ რეფორმებში, უსაფრთხოების სისტემაში არსებული ხარვეზების ერთობლივი ანალიზისა და მზარდი ჰიბრიდული საფრთხეებისა და გამოწვევებისადმი ადაპტაციის მიზნით; ინფორმაციის გაცვლის; ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის; სამართალდამცავ, სამოქალაქო საგანგებო სიტუაციებისა და კრიზისების მართვის სფეროებში, საერთო მიზნის - საქართველოს მდგრადობის ამაღლების მისაღწევად.

მხარეები მიესალმნენ 2016 წელს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის ატაშეს საქართველოში დანიშვნას, რაც ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობაში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მხარეები მიზნად საქართველოს გავლით ნარკოტიკების ტრანს-ნაციონალური მოძრაობის პრევენციას, გამოვლენას და მის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავენ.
ისინი შეთანხმდნენ, რომ საქართველოს უსაფრთხოების საუკეთესო აქტივს ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების უწყვეტობა წარმოადგენს. მხარეებმა აღნიშნეს საქართველოს პროგრესი რეფორმების მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს თავდაცვის რეფორმებზე, რომელიც შეფასდა, როგორც სანიმუშო, გასული წლის განმავლობაში. ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ამ ძალისხმევისათვის. აშშ-ს წარმომადგენლებმა აპოლიტიკური სამართალდამცავი და უშიშროების უწყებების არსებობის აუცილებლობასაც გაუსვეს ხაზი, ისევე როგორც, ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთკონტროლისა და დაბალანსების მნიშვნელობას ძლიერი დემოკრატიისათვის. მხარეებმა აღნიშნეს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26 წლის განმავლობაში საქართველოს მიერ რეფორმების გზაზე მიღწეული თვალსაჩინო პროგრესი და გამოხატეს მზაობა, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო თანამშრომლობის გასაგრძელებლად.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე აშშ-ის მხარის დელეგაციას თანა-თავმჯდომარეობდნენ სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოქმედი მოადგილე კევინ ოკიფი და თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოქმედი მოადგილე ლორა კუპერი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საერთაშორისო ნარკოტიკებისა და სამართალდაცვით საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს ვოლში, კონტრ-ტერორიზმის კოორდინატორის მოქმედი მოადგილე, რაფი გრეგორიანი და აშშ-ის მთავრობის სხვა წარმომადგენლები. ქართული მხრიდან სამუშაო ჯგუფს თანა-თავმჯდომარეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი და საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი. საქართველოს წარმომადგენლობით სამთავრობო დელეგაციაში შედიოდნენ საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი, დავით რაქვიაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ბერაია.

სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისია წარმოადგენს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ფართო და ღრმა თანამშრომლობის ორგანიზებისა და პრიორიტეტების დასახვის მთავარ მექანიზმს. სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პრიორიტეტული სფეროების შესაბამისად, კომისია მოიცავს ოთხ ორმხრივ სამუშაო ჯგუფს: დემოკრატია და მმართველობა; თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა; ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული გაცვლები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა