პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ივანე მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მისი
დაწინაურებაა თუ პოლიციისგან ჩამოშორება, გაუგებარია.
როგორც ივანიშვილმა მცხეთაში აქციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ანალიზის გაკეთებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც მთლიანად მთავრობა ჩამოყალიბდება.
„დღემდე პრემიერ-მინისტრის პოსტი საპენსიო პოსტს წარმოადგენდა, ამიტომ მერაბიშვილის დანიშვნა მისი დაწინაურებაა თუ ჩამოქვეითება, ჯერ უცნობია. ანალიზის საშულება მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ გვექნება“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრად შს ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი წარადგინა, რომელიც მთავრობის ახალ შემადგენლობას და პროგრამას პარლამენტს წარუდგენს.

















