კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის განცხადებით, ოქტომბერში ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც
ქართველ ხალხს უნდა.
„დარწმუნებული ვიყავი, რომ დღეს მცხეთაში ბევრი მხარდამჭერი შეიკრიბებოდა, თუმცა, რაოდენობამ და მათგან წამოსულმა მუხტმა მოლოდინს გადააჭარბა. ველოდებით, რომ ერთმანეთის მიყოლებით, შემდგომი აქციები კიდევ უფრო დიდი იქნება“ -აღნიშნა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, გორის აქციაზე კოალიცია გაცილებით მეტ ხალხს ელის.
„ყველაფერი ისე დამთავრდება როგორც ქართველ ხალხს უნდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოქტომბერში არჩევნების შემდეგ ეს ხელისუფლება წავა“- მიაჩნია ხიდაშელს.
კოალიცია „ქართული ოცნება“ შემდეგ წინასაარჩევნო აქციას გორში, 15 ივლისს გამართავს.

















