logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა
საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა
16:07 12.09.2017
საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან 41-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით დონდუა ხელმძღვანელობდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა მომდევნო რაუნდზე განსახილველი საკითხების შესახებ ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება წინა რაუნდის შემდგომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებულ მოვლენებს დაეთმო.

კერძოდ, საოკუპაციო ხაზის გამაგრებას მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, უკანონო დაკავებებსა და გატაცებებს, აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის ნეგატიურ შედეგებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, კერძო საკუთრებაზე წვდომისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას.

აღინიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მძიმე მდგომარეობა ხელს უწყობს ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას. კვლავ აქტუალურია გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავების საკითხი.

უწყების ინფორმაციით, გამოითქვა პროტესტი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ქართველების მიმართ გააქტიურებული დისკრიმინაციის გამო. აქცენტი გაკეთდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებებზე, რომლებიც გალში მცხოვრებ ქართველობას აიძულებს უცხოელებად დარეგისტრირებას და საკუთარი იდენტობის შეცვლას. ყურადღება გამახვილდა ასევე ახალგორის ქართულ სკოლებში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვაზე, გალის რაიონის კვალდაკვალ. დავით დონდუამ თანათავმჯდომარეებს მოუწოდა, რაუნდის დროს სათანადო შეფასება მისცენ განვითარებულ მოვლენებს და ძალისხმევა არ დაიშურონ ადგილზე ვითარების გამოსწორებისთვის.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებისა და შესრულების აუცილებლობა, რაც გარანტირებული უნდა იქნას ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებით. აქცენტი გაკეთდა ასევე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხზე საგნობრივი მოლაპარაკებებისა და პროგრესის აუცილებლობაზე.

ჟენევის მოლაპარაკებების 41-ე რაუნდი მიმდინარე წლის 10-11 ოქტომბერს გაიმართება.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა