კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მცხეთაში, აქციაზე შეკრებილ კოალიციის მხრამჭერებს თვითმმართველობის
ახალი სისტემის შექმნას დაპირდა.
როგორც ივანიშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნება“ დაამკვიდრებს თვითმმართველობას, რისი საშუალებითაც მოქალაქეები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას საკუთარ ქალაქებსა და რაიონებში, თვითონ დაგეგმავენ ბიუჯეტს და მისი განმკარგავებიც თავად იქნებიან.
„დღეს ერთი ადამიანი წყვეტს ყველაფერს ქვეყნის ყველა რეგიონში, ყველა ქალაქსა და სოფელში. დღეს მხარეებს განაგებენ გუბერნატორები, რომლებიც პირადად სააკაშვილის სურვილებს ემოჩილებიან, მისი ახირებების უსიტყვო შემსრულებელები არიან“- აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში კანონით იქნება განსაზღვრული - ცენტრიდან რა თანხა გადაეცემა ადგილობრივ თვითმმართველობას.
„აღარასოდეს იქნება დამოკიდებული ამ თანხის ოდენობა და გადაცემა-არგადაცემის საკითხი რომელიმე ჩინოვნიკის ნება-სურვილზე. თვითმმართველობის სიკეთეს ყველანი ძალიან ჩქარა იგრძნობთ. ჩვენ ამას გპირდებით“- განაცხადა ივანიშვილმა.

















