logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე სომეხ კოლეგას შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე სომეხ კოლეგას შეხვდა
21:30 11.09.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით სომხეთს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ედვარდ ნალბანდიანთან.
შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა მის სომეხ კოლეგას ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მიერ აღმოჩენილი დახმარებისთვის.

საგარეო უწყების ხელმძღვანელები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკას. ამ კონტექსტში აღინიშნა მ. წ. სექტემბერში, საქართველოში სომხეთის ეროვნული კრების სპიკერის დაგეგმილი ვიზიტი.
შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და საგარეო უწყებების როლი ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკის, კულტურის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში. ამ მხრივ, პოზიტიურად შეფასდა მ.წ. ივნისში სომხეთში გამართული ბიზნეს ფორუმი, რაც ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია.

კმაყოფილებით აღინიშნა ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაცია, რაც გამოიხატა ქართველი და სომეხი ახალგაზრდების მონაწილეობით საზაფხულო ბანაკებში საქართველოსა და სომხეთში.
ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონსა და გლობალურად მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან დაკავშირებით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა