მიმდინარე წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკო საარჩევნო სუბიექტების რიგით ნომრებს
წილისყრით ვადებში - დღეს განსაზღვრავს.
დღეს, 18:00 საათზე უფლებამოსილი პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ არჩევნებში რიგითი ნომრის მოთხოვნის ვადა ამოიწურება. ამის შემდეგ კი, 19:00 საათზე ცესკოს სხდომა გაიმართება.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა; თუმცა, ცესკო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, ასევე არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციების გათვალისწინებით, წილისყრის პროცედურას და რიგითი ნომრების მინიჭებას კანონმდებლობით შესაძლებელ უადრეს ვადაში განახორციელებს.

















