კოალიცია „ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მცხეთაში გამართულ „ქართული ოცნების“ აქციაზე მცხეთა-მთიანეთის
რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.
მისი თქმით, კოალიციიდან მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ექიმი დიმიტრი ხუნდაძე იქნება, დუშეთში- რეჟისორი ირაკლი ტრიპოლსკი, ყაზბეგში - ექიმი მირიან წიკლაური წარადგინა, ხოლო თიანეთში - იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი.
მან ოთხივე კანდიდატი დადებითად დაახასიათა და აღნიშნა, რომ ისინი არჩევნებს აუცილებლად მოიგებენ.

















