logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე ესტონელ კოლეგას შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე ესტონელ კოლეგას შეხვდა
12:36 09.09.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ქ. ტალინში ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სვენ მიკსერს შეხვდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ ესტონურ მხარეს მადლობა გადაუხადა ტალინში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მოწვევისათვის, რამაც კარგი შესაძლებლობა მისცა მხარეებს არაფორმალურ გარემოში განეხილათ 2017 წლის ნოემბერში ბრიუსელში დაგეგმილი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტთან დაკავშირებული საკითხები.

თავის მხრივ ესტონურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირში ესტონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პრიორიტეტულობა და აღნიშნა ამ მიმართულებით უკვე განხორციელებული და მომავალში დაგეგმილი ღონისძიებები.

მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობები და ის მნიშვნელოვანი ურთიერთმხარდაჭერა, რაც ქვეყნებს შორის ისტორიულად არსებობს. მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ესტონეთს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის აქტიური მხარდაჭერისთვის. აღინიშნა, რომ ორმხრივი აქტიური თანამშრომლობის და ესტონეთის მორიგი მხარდაჭერის გამოხატულება იქნება მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში საქართვლოში ესტონეთის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდის დაგეგმილი ვიზიტი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ეს გახლავთ კიდევ ერთი დასტური ესტონეთის ხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მათ შორის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისთვის.

მინისტრებმა ასევე აღნიშნეს თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორული მიმართულებით, მათ შორის ესტონეთის გამოცდილების გაზიარებაელექტრონული მმართველობის, საჯარო მოხელეთა გადამზადების მიმართულებით. განსაკუთრებით გამოიყო ის მრავალი სფერო, სადაც ესტონეთის ექსპერტებიგამოცდილებას უზიარებენ საქართველოს. მათ შოროს საგადასახო სისტემის რეფორმა ესტონური მოდელით, ელექტრონული მმართველობა, საინფორმაციოტექნოლოგიები და სხვა.

მიხეილ ჯანელიძემ ესტონურ მხარეს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა "განვითარების სფეროს თანამშრომლობის" ფარგლებში საქართველოს დახმარებისთვის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა