logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: გულდასაწყვეტია, როცა გაურკვეველი კომპანია სკვერში ჩუმად შედის და ხეებს ჭრის
კახა კალაძე: გულდასაწყვეტია, როცა გაურკვეველი კომპანია სკვერში ჩუმად შედის და ხეებს ჭრის
20:54 08.09.2017
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა მძიმეა, რასაც ახალი მწვანე სივრცეების შექმნა და არსებული სკვერების მოვლა-პატრონობა სჭირდება.

ამის შესახებ მან საბურთალოს მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ადგილობრივებს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ამისთვის საჭიროა, ახალი მწვანე სივრცეების შექმნა, არსებული ბაღების, სკვერების მოვლა-პატრონობა, თუმცა ნამდვილად გულდასაწყვეტია ისეთი ფაქტები, როცა გაურკვეველი ადამიანი, გაურკვეველი კომპანია, იმისთვის, რომ ჯიბე გაისქელოს და საკუთარი ბიზნესი გამართოს, ერთ-ერთ სკვერში ჩუმად შედის და ხეებს ჭრის. მსგავსი ფაქტი სამწუხაროდ, გუშინ, თამარაშვილის ქუჩაზე მოხდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, არც ერთი სკვერის და სტადიონის ადგილას საცხოვრებელი კორპუსები არ აშენდება.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპული - არც ერთ სკვერში, არც ერთ ბაღში, არც ერთი სტადიონის ადგილზე საცხოვრებელი კორპუსები არ აშენდება. ეს ადგილები მწვანე სივრცეებს დაეთმობა, რადგან ეს ყველაფერი ჩვენს ქალაქს, თითოეულ ჩვენთაგანს, ჩვენს შვილებს სჭირდება. ყველა მძიმე დაავადება გამოწვეულია იმით, რომ ქალაქში არის გამონაბოლქვი, არ არის გამართული სატრანსპორტო საშუალებები და ა.შ“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძემ დღეს საბურთალოს მოსახლეობას მაჟორიტარობის სამი კანდიდატი დავით უთმელიძე, ავთანდილ ცინცაძე და ვახტანგ შაქარიშვილი წარუდგინა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა