საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა დღეს საქართველოში მოლდოვის
რესპუბლიკის ელჩთან გეორგე ლეუკასთან (რეზიდენციით ქ. ბაქო) გამართა შეხვედრა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და მოლდოვას შორის ორმხრივი ურთიერთობების მზარდი დინამიკა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს მ.წ. 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის საერთო მოლოდინებზე და ხაზი გაუსვეს ერთიანი ხედვის შემუშავების მნიშვნელობას.

















