logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა
19:01 08.09.2017
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციასთან, მალგოჟატა გოშევსკას ხელმძღვანელობით, - შეხვედრა გამართა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველო მუდმივად გრძნობდა მტკიცე მხარდაჭერას როგორც პოლონეთის აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან. თავის მხრივ, მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ მალგოჟატა გოშევსკამ აღნიშნა, რომ პოლონეთის პოლიტიკური სპექტრი, რიგ საკითხებზე არსებული განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, საქართველოს მიმართ ყოველთვის ერთსულოვანი მხარდაჭერით გამოირჩევა.

ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ჩამოყალიბებულ აქტიურ თანამშრომლობაზე. ამ კუთხით, მალგოჟატა გოშევსკამ ისაუბრა კავშირების შემდგომი გაღრმავების მიზნით დასახულ სამომავლო გეგმებზე.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილეს საქართველო და პოლონეთი მაღალი დონის ვიზიტებითა და სხვადასხვა ღონისძიებით დატვირთული დღის წესრიგით ხვდებიან. ხაზი გაესვა მაისში, პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას მიერ საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ სახელმწიფო ვიზიტს.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. მინისტრის მოადგილემ მეგობრობის ჯგუფის წევრებს გააცნო ქართული მხარის მოლოდინები ნოემბერში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით.

ყურადღება ასევე გამახვილდა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. მალგოჟატა გოშევსკამ აღნიშნა, რომ პოლონეთი კარგად იცნობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებს და მაქსიმალურად იყენებს ყველა შესაძლო ფორუმს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად.

ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა მეგობრობის ჯგუფს საქართველოში სტუმრობისთვის და ვიზიტის წარმატებით განხორციელება უსურვა. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები მონაწილეობას მიიღებენ ბაკურციხეში, წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის სახლ-მუზეუმის გახსნის საზეიმო ცერემონიალში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა