კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო აქციაზე დასასწრებად მცხეთის თეატრონის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე შეკრებილია რამდენიმე ათასი ადამიანი.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ავტომანქანების კოლონები სტეფანწმინდიდან, თიანეთიდან და დუშეთიდან მიემართებიან მცხეთისკენ, სადაც აქციის მონაწილეებს შეუერთდებიან.
აქცია 19.00 საათისთვის დაიწყება, დამსწრეებს კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საკუთარი პოლიტიკური ძალის წინასაარჩევნო პროგრამას გააცნობს და რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს.

















