საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ტალინში ევროკავშირისა და აღმოსავლეთ
პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, ხორვატიის ვიცე-პრემიერთან საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, მარია პეჟინოვიჩ ბურიჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა .
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ საქართველოსა და ხორვატიას შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას, მათ შორის თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით.
მინისტრებმა აღნიშნეს საქართველოსა და ხორვატიის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა. მათ შორის ხორვატიის საქმიანი წრეების საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესებისა და ბიზნეს კავშირების დამყარების თვალსაზრისით.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და ამ კუთხით ხორვატიის საუკეთესოგამოცდილების გაზიარებას, რაზეცხორვატიამ დაადასტურა საქართველოს სრული მხარდაჭერა და შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხორვატიელი კოლეგა საქართველოში მიიწვია.

















