logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძემ გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილი წარადგინა
ირაკლი კობახიძემ გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილი წარადგინა
13:29 08.09.2017
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა წარადგინა.

ირაკლი კობახიძის განცახდებით, ირაკლი მექვაბიშვილს როგორც საჯარო, ისე კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის გამოცდილება აქვს.

„ბატონ ირაკლის აქვს მრავალ წლიანი გამოცდილება ფინანსურ ინსტიტუტებში საქმიანობის და მუშაობის. მე მქონდა მასთან სამსახურებრივი ურთიერთობა საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩემი მუშაობის პერიოდში. ბატონი ირაკლი მუშაობდა როგორც საჯარო, ისე კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ფინანსურ ინსტიტუტებში მრავალი წლის განმავლობაში. წლების განმავლობაში ის იყო ეროვნულ ბანკის თანამშრომელი, ასევე ეკავა მაღალი პოზიციები კომერციულ სექტორში, კომერციულ ბანკებშიც წლების განმავლობაში და დღემდე გახლდათ ევროპის რეკონსტრუქციისა და თანამშრომლობის ბანკის ასოცირებული დირექტორი“,- განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი მექვაბიშვილს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ კენჭისყრა მომდევნო პლენარულ სხდომაზე გაიმართება.

„დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს ბატონ ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გაწეული მუშაობისთვის ყოფილ გენერალურ აუდიტორს, ლაშა თორდიას, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 5 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მადლობა გადაუხადა.

„მინდა მას მადლობა გადავუხადო გაწეული მუშაობისთვის. მისი მუშაობის პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოაწოდა ჩამოყალიბებულიყო რეალურად დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოდ“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, აუდიტის სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებაზე იზრუნებს.

„იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი გამომიცხადებს ნდობას, როგორც გენერალური აუდიტორი, ვიზრუნებ აუდიტის სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებაზე. ისთითქმის 25-წლიანი გამოცდილება, რაც შეძენილი მაქვს საბანკო-საფინანსო სექტორში მოღვაწეობის დროს, მოხმარდება აუდიტის სამსახურის თვისობრივად ახალ დონეზეგადასვლას. სამსაუხრი გახდება უფრო ეფექტური, უფრო მოქნილი, უფრო გამჭვირვალე და დამოუკიდებელი. ჩვენ ყველანი გავერთიანდებით იმ ღირებულებების ირგვლივ,რომელიც არის ობიექტურობა, დამოუკიდებლობა , პროფესიონალიზმი და საჯაროობა“,- განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

ახალი გენერალური აუდიტორის არჩევა 20 სექტემბერს, პლენარულ სხდომაზე იგეგმება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა