logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძემ ნაძალადევის მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა
კახა კალაძემ ნაძალადევის მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა
21:25 07.09.2017
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას შეხვდა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.

კახა კალაძემ კიკვიძის ბაღში შეკრებილ მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დედაქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებაზე ისაუბრა.

როგორც მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე აღნიშნა, ყველა ის პრობლემა, რომელიც თბილისსა და თბილისელებს აწუხებს, ერთიანი ძალისხმევით მოგვარდება.

„ვიცით, რომ ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა მძიმეა. ამას, რა თქმა უნდა, მოგვარება სჭირდება. საჭიროა, ახალი სკვერების გაშენება, ხოლო იმას, რაც გვაქვს, მოვლა-პატრონობა სჭირდება. დენდროლოგიურ პარკში მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა, თუმცა ძალიან მალე თბილისს დენდროლოგიური პარკის სახით, დასვენებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას აწუხებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტია. შესაბამისად, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, არსებული ყვითელი ავტობუსები ახალი ავტობუსებით ჩანაცვლდება, ხოლო მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია მოხდება.

„თბილისის მერია მომავალშიც განაგრძობს იმ სოციალური პროგრამების განხორციელებას, რომელსაც ბევრი ადამიანი იყენებს, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა უნდა იყოს არა ამ პროგრამების განხორციელება, არამედ უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, რომ ქალაქში რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდეს, მეტი დასაქმებული და ნაკლები სოციალურად დაუცველი ადამიანი არსებობდეს“, - აღნიშნა მერობსი კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

კახა კალაძემ ქალაქის მერის პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებული პრობლემების მოგვარებას თბილისელებთან ერთად აპირებს.

„არ არის იოლი საქმე იყო თბილისის მერი, მაგრამ ფიქრის შემდეგ ეს გადაწვეტილება მივიღე. ვიცი, რომ ზურგს თქვენნაირი ადამიანები მიმაგრებენ. ვიცი, რომ ბრძოლაში მარტო არ ვარ და მე თქვენთან ერთად ვაპირებ ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც გაწუხებთ. არ დავიღლები ვიმუშაო იმისთვის, რომ თითოეული თბილისელი გახარებული იყოს. მჯერა, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი ქალაქი სიცოცხლით სავსე იქნება“, - მიმართა კახა კალაძემ ამომრჩევლებს.

ნდობის გამოცხადებისთვის ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატებმა - მიხეილ ამაშუკელმა, ალექსანდრე ხუჯაძემ, თამარ ტალიაშვილმა და დავით ჭელიძემ „ქართულ ოცნებას“ მადლობა გადაუხადეს და მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს.

„ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ხალხზე ზრუნვაა და იმედი მაქვს, თანადგომით შევძლებთ პრობლემების მოგვარებას. იმ გუნდის წევრი ვარ, რომლისთვისაც ადამიანის კეთილდღეობა მთავარი ღირებულებაა და ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი”, - განაცხადა დავით ჭელიძემ და მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ამომრჩევლებს სიტყვით ასევე, მიმართა თამარ ტალიაშვილმა. მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, სამი წლის წინ, როდესაც მმართველ გუნდთან ერთად თბილისის საკრებულოში მივიდა, ძალიან ბევრი საკითხი მოუგვარებელი დახვდა.

„ჩვენ მოგვიწია ყველა მიმართულების თავიდან მოწესრიგება. ძალა, რომელიც გვაძლიერებდა ამ საქმეში, იყო თქვენი მხარდაჭერა და ერთგულება. საბავშო ბაღები, კულტურა, აღზრდა, განათლება - ეს ყველა თქვენგანს ეხება, ეს ჩვენი შვილების მომავალი დღეა. საქმე დაწყებულია და დედაქალაქის განვითარება ახალი ენერგიით უფრო უნდა გავაძლიეროთ ”, - განაცხადა ტალიაშვილმა.
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა მაჟორიტარობის კანდიდატები დღეს ისნის მოსახლეობასაც წარუდგინა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა