პოლიტიკური პარტია „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა“ მცხეთაში „ქართული ოცნების“ აქციას შეუერთდება.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, პარტიის
ყაზბეგის რაიონის წარმომადგენლები აქციას 19:00 საათზე მსვლელობით შეუერთდებიან.
კოალიციის ლიდერებს იმედი აქვთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოსახლეობის დაშინების მიუხედავად აქცია მრავალრიცხოვანი იქნება.
„ქართული ოცნების“ აქცია მცხეთაში 19.00 საათზე დაიწყება. მასზე მცხეთა-მთიანეთის მხარეში კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც დასახელდებიან.

















