logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ათენში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სამუშაო ვიზიტი გაიმართა
ათენში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სამუშაო ვიზიტი გაიმართა
17:32 06.09.2017
ათენში, მიმდინარე წლის 5-6 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის სამუშაო ვიზიტი გაიმართა.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე ვიზიტის ფარგლებში შეხვდა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ საკითხებში გენერალურ დირექტორს, თეოდოროს გეორგაკელოსს. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-საბერძნეთის ორმხრივ ურთიერთობებში არსებული თემატიკა, ასევე მოსაზრებები გაცვალეს საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებზე. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში ოკუპირებული რეგიონებში არსებულ ვითარებას.


სამინისტროს ინფორმაციითვე, ბერძნულმა მხარემ დაადასტურა საბერძნეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გამოხატა მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგრეთვე საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივებსა და ევროკავშირის შიგნით მიმდინარე მოვლენებს, ასევე განხილულ იქნა რეგიონში არსებული ვითარება და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის საკითხები.

საბერძნეთში ვიზიტისას მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა კონსულტაციები გამართა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირის საკითხებში გენერალურ დირექტორთან, იოანის მეტაქსასთან ევროინტეგრაციის საკითხებზე.


შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა 2017 წლის 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოლოდინებზე.

აღინიშნა მომავალზე ორიენტირებული ხედვის შემუშავების მნიშვნელობა, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესების შემდგომ გაღრმავებას. ბერძნული მხარე მიესალმა საქართველოს შთამბეჭდავ პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე და ხაზი გაუსვა ევროკავშირთან ქვეყნის ასოცირების პროცესში მოსახლეობისათვის ხელშესახები შედეგების მიღწევის მნიშვნელობას, ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის წარმატებული მაგალითი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა