logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 ჯანელიძე აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივ ფორმატზე: ჩვენ ვთამაშობთ მნიშვნელოვან როლს არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ გლობალურად
ჯანელიძე აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივ ფორმატზე: ჩვენ ვთამაშობთ მნიშვნელოვან როლს არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ გლობალურად
15:13 06.09.2017
ბაქოში საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამედიაროვისა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს მონაწილეობით საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მეექვსე შეხვედრა გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრებმა სამმხრივ ფორმატში არსებული წარმატებული თანამშრომლობა აღნიშნეს. განსაკუთრებული ყურადღება საერთო სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების საკითხებს დაუთმეს. საქართველოს ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა სამი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობას არა მხოლოდ რეგიონალური, არამედ გლობალურ კონტექსტში.

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ნამდვილად უნიკალური მექანიზმი, რომელიც ჩამოყალიბებულია სამ მეზობელს შორის. ჩვენ ვთამაშობთ ძალიან მნიშვნელოვან როლს არამარტო ჩვენი რეგიონისთვის და ჩვენი სამი ქვეყნისთვის, არამედ გაცილებით უფრო დიდი მასშტაბით, გლობალურად. სამივე ქვეყანა წარმოადგენს ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ცენტრს. ის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც ღრმავდება ყოველწლიურად აზიასა და ევროპას შორის, გადის ამ დერეფნის მეშვეობით, და ჩვენ ვთანამშრომლობთ, რომ ეფექტურად განვახორციელოთ როგორც ინფრასტრუქტურული ინვესტიციები, ასევე ვდგამთ შესაბამის პოლიტიკურ ნაბიჯებს ამ შესაძლებლობების რეალიზებისთვის" - აღნიშნა მინისტრმა.

ამ კონტექსტში შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის უახლოეს პერიოდში ამოქმედების საკითხებზე, ასევე სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე. მინისტრებმა დააფიქსირეს მზაობა, განაგრძონ კოორდინირებული მოქმედება ხსენებული პროექტების რეალიზაციისთვის.

სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, ხელი მოეწერა „ბაქოს განცხადებას“ და „სამმხრივი სექტორული თანამშრომლობის სამოქმედო გეგმას 2017-2019 წლებისთვის“.

დოკუმენტი მოიცავს ეკონომიკის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ინოვაციური ტექნოლოგიების და სხვა დარგობრივი მიმართულებით კონკრეტულპროექტებსა და ინიციატივებს, რაც მონაწილეთა შეფასებით ხელს შეუწყობს სექტორული თანამშრომლობის განვითარებას.

მხარეები მიესალმნენ, რომ ქვეყნებს შორის სამმხრივი შეხვედრების ფორმატი ყოველწლიურად ახალ განზომილებებს იძენს. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა და სამი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვის აუცილებლობა.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ კონფლიქტებსა და გამოწვევებს. მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია შექმნილი მდგომარეობის შესახებ და კიდევ ერთხელ გამოხატეს მკაფიო ურთიერთმხარდაჭერა.

ბაქოში გამართული სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძემ ასევე გამართა ორმხრივი შეხვედრები მის აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგასთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა