logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე ილჰამ ალიევს შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე ილჰამ ალიევს შეხვდა
22:04 05.09.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ქ. ბაქოში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა, ხაზი გაუსვეს ორივე ქვეყნის დაინტერესებას ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების და განმტკიცების მიმართულებით.

ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს პირადად მისი მითითებით ბორჯომისა და აბასთუმნის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აზერბაიჯანის მხრიდან გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის.

მხარეებმა აღნიშნეს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობა და მიესალმნენ აღნიშნულ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრების 6-ე შეხვედრის ორგანიზებას ბაქოში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობას სტრატეგიული სატრანსპორტო და ენერგეტიკული სატრანზიტო დერეფნის განვითარების საქმეში. მხარეები მიესალმნენ ამ მიმართულებით არსებული ერთობლივი პროექტების ეფექტურ განხორციელებას, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის დამამთავრებელ ფაზაში გადასვლას.

პრესსამსახურის ინფორმაციითვე, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, აღინიშნა ამ მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა. მხარეები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ სავაჭრო ურთიერთობების და ქვეყნებს შორის საქონელბრუნვის ზრდას, ამ მიმართულებით მხარეებმა განიხილეს სავაჭრო სახლების დაფუძნების შესაძლებლობა.

მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში წარმატებული თანამშრომლობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სუამის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს, თბილისმა, როგორც სუამის მოქმედმა თავმჯდომარე ქვეყანამ გამოთქვა ინიციატივა სათანადოდ აღინიშნოს ორგანიზაციის დაარსების ათი წლისთავი.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი დიალოგის მაღალ დონეს და აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში მიიწვია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა