„კახეთში ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა და მომავალი 3-4 წლის განმავლობაში
სხვა მასშტაბური პროექტების განხორციელება იგეგმება“, - ამის შესახებ თელავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი განაცხადა.
მისი თქმით, ეს შეეხება გზებს, წყალმომარაგებას, გაზმომარაგებას და სისტემების მთლიანად განვითარებას.
„ამიტომ, რეგიონში ჩვენ გვჭირდება მაღალი კვალიფიკაციის, ღირსეული და წესიერი ხელმძღვანელები“ - აღნიშნა პარლამენტის დეპუტატმა.
მისი თქმით, მოსახლეობისგან იგრძნობა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ღირსეული კანდიდატები შეარჩია.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს კახეთის რეგიონის მერობის რვა კანდიდატი წარადგინა.

















