საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ქალაქ მინსკში
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბელარუსის ვიცე-პრემიერს, მიხაილ რუსს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს საქართველო-ბელარუსის მთავრობათა ეკონომიკური კომისიის საქმიანობა და თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბელარუსი საქართველოს სანდო პარტნიორად განიხილავს და დაინტერესებულია მნიშვნელოვნად გაზარდოს სავაჭრო ბრუნვა, ასევე ხელი შეუწყოს დარგობრივი თანამშრომლობის განვითარებას კომისიის საგზაო რუკით განსაზღვრული ორივე მხარისთვის პრიორიტეტული მიმართულებებით.
აღინიშნა თანამშრომლობის მაღალი პოტენციალი სოფლის მეურობის, სასოფლო სამეურნეო ტექნიკის, მანქანათმშენებლობის, ტურისტული და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის თვალსაზრისით.
მხარეებმა გამოხატეს დაინტერესება და აღნიშნეს მაღალი ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი.
უწყების ინფორმაციით, ბელარუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკი ერთ-ერთი წამყვანია ცენტრალურ დ აღმოსავლეთ ევროპაში და მხარეები შეთანხმდნენ იმუშაონ ტექნოლოგიების პარკის ხელმძღვანელობის საქართველოში ვიზიტის დაგეგმვაზე.
ბელარუსული მხარე დაინტერესებულია გაიზაროს საქართველოს ხელისუფლების კარგი გამოცდილება მაღალი ტექნოლოგიების სფეროში პროექტების დაფინანსების და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით. თანამშრომლობის საინტერესო მიმართულებად დასახელდა პროფესიული სასწავლებლების კუთხით ბელარუსის პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის გაზრდილ სავაჭრო ბრუნვას, რომელმაც ბოლო 7 თვის მონაცემებით 60 მილიონს გადააჭარბა, მათ შორის გაზრდილია, როგორც იმპორტის ასევე ექსპორტის მაჩვენებელი.განსაკურებით აღინიშნა ქართულ ბაზარზე ბელარუსული, ხოლო ბელარუსში ქართული პროდუქციის მიმართ არსებული მზარდი ინტერესი.
მხარეებმა გამოხატეს დაინტერესება ასევე ხელი შეუწყონ სამრეწველო დარგებში თანამშრომლობის განვითარებას, რისი საუკეთესო მაგალითია ქართულ-ბელარუსული ერთობრივი საწარმოები.
გამოიხატა ინტერესი საქართველოს სატრანსიზტო შესაძლებლობებისა და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის მიმართ. აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკური გარემო, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშითან, ჩინეთთან და მსოფლიოს სხვა წამყვანეკონომიკებთან კარგ ნიადაგს ქმნის ბელარუს-საქართველოს ბიზნეს კავშირების გასაღრმავებლად. მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის განვითარების პერსპექტივები და ამ კუთხით ორი ქვეყნის შესაძლო თანამშრომლობის საკითხები.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბელარუსის ვიცე-პრემიერს საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე მუშაობისთვის მისი პირადი ჩართულობისთვის.
განსაკუთრებით აღინიშნა წარმატებული თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროში. ბელარუსის მხარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ჰეპატიტი c მკურნალობის მიმართულებით გაწეული დახმარებისთვის, რომლის ფარგლებშიც ბელარუსს უსასყიდლოდ გადაეცასამკურნალო პრეპარატები.
მიხეილ ჯანელიძემ ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოსთვის კრიტიკულ დღეებში - ბორჯიმის ხანძრისდროს ბელარუსის დახმარების მნიშვნელობა და მადლობა გადაუხდა მათ.

















