logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოსა და ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პროგრამას მოეწერა ხელი
საქართველოსა და ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პროგრამას მოეწერა ხელი
23:34 04.09.2017
ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობის დოკუმენტს მინსკში ხელი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ მაკეიმ მოაწერეს.

ხელმოწერის დასრულების შემდგომ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფრენციაზე მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს კიდევუფრო აქტიურ ურთიერთთანამშრომლობას უწყებებს შორის, როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი მიმართულებით, ასევე ინფორმაციების გაცვლისა დადიპლომატური კადრების მომზადების სფეროში.
ხელმოწერის ცერემონიამდე გაიმართა მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაცით, ორივე ქვეყნის საგარო უწყების ხელმძღვანელმა კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოსა და ბელორუსს შორის ბოლო წლებში თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია, რასაც დამატებითი ბიძგი მისცა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლამ.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სექტორალური თანამშრომლობის საკითხებს და ამ კუთხით არსებულ ტენდენციებს. მინისტრები მიესალმნენ სამთავრობოთაშორისი ეკონომიკური კომისიის საქმიანობას და სავაჭრო ბრუნვის მზარდ დინამიკას, მიმდინარე წლის მხოლოდ 7 თვის მონაცემებით ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 25% არის გაზრდილი. როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერმა აღნიშნა საქართველო ავითარებს და დღითიდღე მომზიდველი ხდება თავისი რეგიონალური სატრანზიტო ფუნქციებით და ამ მიმართულებით არსებული ინფრასტრუქტურული თუ ენერგეტიკული პროექტები შესაძლოა საინტერესო იყოს ბელარუსისთვის. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით საქართველო და ბელორუსის ეკონომიკური თანამშრომლობა სარგებელის მომტანია არა მხოლოდ ამ ორი ქვეყნისთვის, არამედ იგი მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს რეგიონის განვითარებისა და სტაბილურობისთვის. ბელორუსის მხარემ გამოხატა მზადყოფნა მონაწილეობა მიიღოს თბილისში ნოემბერში დაგეგმილი აბრეშუმის გზის ფორუმში და გამოთქვა დაინტერესება მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლოს თბილისთან ამ მიმართულებით.

მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ბელორუსის ბიზნეს წრეების საქმიანობა, რომლის შედეგადაც ორივე ქვეყანაში იზრდება ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი.

სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთა შორისი ურთიერობების პარალელურად აღინიშნა ქვეყნებს შორის არსებული ბრწყინვალე პოლიტიკური ურთიერთობები. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბელორუსს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და გაცნო კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ბოლო განვითარებები. მინისტრებმა ხაზი გაესვა საერთაშორისო ფორმატებში ორი ქვეყნის ურთიერთმხარდაჭერას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე თანამშრომლობის საკითხებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში. აღინიშნა, რომ ინიციატივა კარგ შესაძლებლობებს იძლევა როგორც მასში ჩართული ცალკეული ქვეყნების განვითარებისთვის, ასევე ერთიანი პლატფორმით სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობისთვის. ამ კუთხით მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირია ინიციატივის "20 deliverables for 2020" შესაძლებლობების ეფექტურ გამოყენებას. 24 ნოემბრის „აღმოსვალეთ პარტნიორების“ სამიტზე საუბრისას აღინიშნა, რომ სამიტმა ახალი იმპულსი უნდა შესძინოს პარტნიორობას და ხელი შეუწყობს პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობის გაძლიერებას. როგორც მინისტრმა აღნიშნა პარტნიორობა მიმზიდველი უნდა დარჩეს მონაწილეთა ინტერესებისა და ამბიციებისგათვალისწინებით.

მინისტრებმა განსაკუთრებული კმაყოფილებით აღნიშნეს ქვეყნებს შორის არსებული ხალხთაშორისი და კულტურული კავშირები, რისი დასტურიც არის ქ. მინსკში გამართული თბილისობის დღესასწაული, რაც ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობს. თავის მხრივ ქართულმა მხარემ გამოხატა დიდი დაინტერესება და მოლოდინი საქართველოში მიმდინარე წლის ნოემბერში ბელორუსის კულტურის დღეებისადმი, რომლის დროსაც დაგეგმილია საქართველოში ბელარუსის კულტურის მინისტრის ვიზიტი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა