logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: შემუშავებულია ძალიან კონკრეტული ხედვა და ეს ხედვა იქნება ძალიან დეტალურად გაშლილი თბილისის მერობის კანდიდატის კახი კალაძის მიერ
ირაკლი კობახიძე: შემუშავებულია ძალიან კონკრეტული ხედვა და ეს ხედვა იქნება ძალიან დეტალურად გაშლილი თბილისის მერობის კანდიდატის კახი კალაძის მიერ
21:46 04.09.2017
„შემუშავებულია ძალიან კონკრეტული ხედვა და ეს ხედვა იქნება ძალიან დეტალურად გაშლილი თბილისის მერობის კანდიდატის კახი კალაძის მიერ,” - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და თანაგუნდელს წარმატება უსურვა.
მისივე თქმით, კახა კალაძემ ძირითადი გზავნილები შვიდი მიმართულებით წარმოადგინა და შვიდივე კომპლექსურად მოიცავს იმ საკითხებს, რომელიც მნიშვნელოვანია თბილისისა და თბილისელებისთვის.
„ვიცით რომ დღეს, თბილისელებს აწუხებთ ქაოტური განაშენიანების პრობლემა, უსახური მშენებლობები, ზოგადად, ქალაქის ქაოტური განვითარება და ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს ძალიან დახვეწილი გენგეგმით, რომელიც საბოლოდ დამუშავდება თბილისის მერიის მიერ და დამტკიცდება თბილისის საკრებულოს მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია მართვის პოლიტიკის სრულყოფა და ამ კუთხითაც ძალიან დეტალურად და ძალიან სწორად იყო წარმოდგენილი შესაბამისი ხედვები“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დედაქალაქის მერობის კანდიდატმა პროგრამული ხედვის ფარგლებში, შვიდი ძირითადი მიმართულება გამოყო. კერძოდ, ურბანული განვითარების პოლიტიკა; სატრანსპორტო პოლიტიკა; ეკოლოგიური პოლიტიკა; ეკონომიკური პოლიტიკა; განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა; სოციალური პოლიტიკა და მართვის პოლიტიკა.
კახა კალაძის პროგრამული ხედვის პრეზენტაციას, რომელიც „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა