logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლუკაშენკო: დიდმა ქართულმა კულტურამ ხელი შეუწყო სხვა ერების, მათ შორის ჩვენი კულტურის განვითარებას
ლუკაშენკო: დიდმა ქართულმა კულტურამ ხელი შეუწყო სხვა ერების, მათ შორის ჩვენი კულტურის განვითარებას
16:20 04.09.2017
მინსკში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრა გამართა.


საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ბელარუსის მრავალწლიანი გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობები აღინიშნა.

ბელარუსის პრეზიდენტმა ბელარუსის მხრიდან საქართველოსადმი არსებულ გამორჩეულ დამოკიდებულებას და მეგობრობას გაუსვა ხაზი.


"თქვენთვის კარგად არის ცნობილი ჩვენი და პირადად ჩემი დამოკიდებულოება ქართველი ერის მიმართ.

ყოველთვის ვოცნებობდი ამ უმშვენიერესი ქალაქის მონახულებას. საბედნიეროდ ჩემი ოცნება ახდა, მე ძალიან კმაყოფილი ვარ მიღებული შთაბეჭდილებით. სინადვილეს შეესაბამება საქართველოზე მოსმენილი და ნამღერი.

ქართველები ჩვენი მოძმე ერია, ჯერ კიდევ საბჭოთა დრომდე პერიოდში და უშუალოდ საბჭოთა კავშირის პერიოდშიც ბევრი თქვენი თანამემამულედა ჩვენი ძმა დაიღუპა დიდი სამამულო ომის დროს ბელორუსიაში ბრძოლის და ბელორუსიის განთავისუფლების დროს.


ჩვენ ეს კარგად გვახსოვს, რომელი ხსოვნის მემორიალიც არ უნდა მოინახულოთ, მასზე აუცილებლად ნახავთ ქართულ გვარს, ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ ქართველი ძმების ხსოვნას, ვუფრთხილდებით აღნიშნულ მონუმენტებს და ვუვლით მათ. მოწიწებით ვეპყრობით ჩვენი ქვეყნის ისტორიას, მიუხედავად დისტანციისა ჩვენს ერებს ისტორიის არაერთი საერთო ფურცელი დაუწერია.

დიდმა ქართველმა ერმა და მისმა კულტურამ ხელი შეუწყო სხვა ერების და მათ შორის ჩვენი კულტურის განვითარებას. კარგად ვიცით თუ საიდან იღებს სათავეს კაცობრიობა პლანეტის ამ ნაწილში და სწორედ ამიტომ ამ ყველაფერს ჩვენ სათანადო პატივს მივაგებთ"-განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ .


მისივე განცხადებით, ორი ქვეყნის ისტორიული კავშირები მხარეებს უბიძგებს შეინარჩუნონ და განავითარონ მჭიდრო ურთიერთობები. როგორც ბელარუსის პრეზიდენტის, ასევე საქართველოს ვიცე-პრემიერის მხრიდან აღინიშნა, რომ ორმხრივმა თანამშრომლობამ ბოლო წლებში განსაკუთრებული დინამიკა შეიძინა, რასაც ხელი შეუწყო მაღალი დონის ვიზიტების გაცვლამ.

ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ბელარუსის პრეზიდენტს საქართველოსთვის კრიტიკულ მომენტში - ბორჯომის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს პირადად მისი მხარდაჭერისა და ბელარუსი მაშველების თავდაუზოგავი საქმიანობისთვის.


მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ბელორუსის მიერ გაწეული დახმარება იყო სამაგალითო, რასაც ქართველი ერი არ დაუვიწყებს ბელარუს მეგობრებს.

პრეზიდენტმა და ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოსა და ბელარუსს შორის, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში არსებული პოზიტიური და კონსტრუქციული ურთიერთობები. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ბელარუსს. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას ბელარუსის პრეზიდენტი და ვიცე-პრემიერი მიესალმნენ სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობის ინტენსიფიკაციას და სავაჭრო ბრუნვის პოზიტიურ დინამიკას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ორი ქვეყნის ეკონომიკას აქვს დიდი პოტენციალი ურთიერთსასარგებლო როლი ითამაშონ ქვეყნების განვითარებაში.

"თქვენ ჩვენ ძალიან გვჭირდებით, ისევე როგორც თქვენ გჭირდებით ჩვენ. იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნების ეკონომიკები ერთმანეთს არ უწევენ კონკურენციას, არამედ ავსებენ ერთმანეთს. საქართველო აწარმოებს ბელარუსისთვის საჭირო პროდუქციას, ხოლო ბელარუსი თქვენთვის საჭიროპროდუქციას"-აღნიშნა ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველო და ბელარუსის სამთავრობოთაშორისი ეკონომიკური კომისიისაქტიურ მუშაობას.

განსაკუთრებით ხაზი გაესვა დარგობრივი მიმართულებით თანამშრომლობას, მათ შორის ბელარუსის გამოცდილების გაზიარებას სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიების, მანქანათმშენებლობის და სხვა მიმართულებით. დადებითად შეფასდა საქართველოში პირველი ერთობლივი ქართულ-ბელარუსული საწარმოს დაფუძნება და ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა სრული მზაობა მომავალშიც ხელი შეუწყოს ერთობლივ სამეწარმეო საქმიანობას.

მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ქვეყნებს შორის ისტორიულად არსებული ხალხთაშორისი და კულტურული ურთიერთობები. ამის დასტურად ბელარუსის პრეზიდენტმა ქ. მინსკში უკვე ტრადიციად დამკვიდრებული თბილისობის დღესასწაული მოიყვანა, რომელიც დიდი პოპულარობითსარგებლობს და მ.წ. 2 სექტემბერს ღონისძიებას 50 ათასზე მეტი სტუმარი ეწვია. საქართველოს ვიცე-პრემიერი მიესალმა 2018 წელს თბილისში ბელარუსის კულტურის დღეების გამართვას. მიხეილ ჯანელიძემ ასევე აღნიშნა ბელორუსი ტურისტების რაოდენობის ზრდა საქართველოში.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები მომავალშიც ხელსშეუწყობენ სხვადასხვა მიმართულებითთანამშრომლობის განვითარებას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა