საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის უკრაინაში შესვლა და საქმის
ბოლომდე მიყვანას გეგმავს.
სააკაშვილის თქმითვე, უკრაინისთვის მისი არშეშვება დიდი ზარალი იქნება.
„უკრაინის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინაში არ გადავიდე. საზღვარი გაამაგრეს , ჩამოიყვანეს ბრონი ტექნიკა, დააყენეს მავთულხლართები. ეს სრულიად უპრეცედენტო მოვლენაა.
საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ ყოფილა ასეთი დამანგრეველი, აღმოსავლეთ ევროპულ საზღვრებზე საბჭოთა კავშირთან.
ასეთი რამ ისტორიაში პირველად ხდება. ეს მხოლოდ აჩვენებს ერთ რაღაცას, რომ მათ ჩემი ძალიან ეშინიათ.
მათ გაუჭირდებათ ჩემი არშეშვება და ეს იქნება ძალიან დიდი ზარალი მათთვის. ამიტომ დავაკვირდებით მოვლენებს. ახლა ჩემი გეგმა არის მხოლოდ ერთი - შესვლა, დაბრუნება, მოძრაობის სათავეში ჩადგომა და საქმის ბოლომდე მიყვანა“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავის 2“- ის ჟურნალისტთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოქალაქეობა ჩამოართავა და ის ახლა დანიაში იმყოფება.

















