logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზურაბ პატარაძემ ლორეს ოლქის დელეგაციას უმასპინძლა
ზურაბ პატარაძემ ლორეს ოლქის დელეგაციას უმასპინძლა
12:06 02.09.2017
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ დღეს სომხეთის დელეგაციას მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში უმასპინძლა.
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებს შორის ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკის განვითარების ძირითად მიმართულებებზე და კულტურისა და ტურიზმის განვითარების საკითხებზე გამახვილდა. მზაობა გამოითქვა ერთობლივი კულტურული ღონისძიებების ჩატარებისთვის.
ზურაბ პატარაძემ სომეხ კოლეგებს აჭარაში მიმდინარე წარმატებული ტურისტული სეზონის შესახებ ესაუბრა, ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ფრენების გაზრდილ რაოდენობაზე, რეგიონის მთავრობის სტრატეგიაზე - იქცეს აჭარა ოთხი სეზონის დასასვენებელ მიმართულებად. რეგიონის მთავრობის თავმდჯომარემ სტუმრებს კურორტ გოდერძზე და ქობულეთში მიმდინარე სასტუმრო და ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. „კურორტ გოდერძიდან ახალქალაქის მიმართულებით იწყება 45 კმ.გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის აჭარაში დასვენებას“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. მან ასევე, ლორეს ოლქის წარმომადგენლებს სოფლის მეუნრეობის მიმართულებით არსებულ უპრეცედენტო პროექტზე - ლოჯისტიკური ცენტრების შექმნასა და მნიშვნელობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
ლორეს ოლქის გუბერნატორმა არტურ ნალბანდიანმა თავის მხრივ ლორეს რეგიონის მნიშვნელობასა და ქალაქ ვანაძორის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს საზღვართან ყველაზე ახლოს მდებარე სომხური ოლქი გამორჩეულია კულტურული მემკვიდრეობით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით და თანამედროვე საინფრომაციო ტექნოლოგიების განვითარებით.
,,აჭარასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის რეგიონულ ჭრილში თანამშრომლობის აპსარეზი ფართოა. უკვე წლებია არსებობს თანამშრომლობა ალავერდსა და ქობულეთს, ბათუმსა და ვანაძორს, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს შორის. რეგიონს პარტნიორული ურთიერთობები აქვს დაძმობილებულ ქალაქებთან, რაც მომავალში კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს" - აღნიშნა არტურ ნალბანდიანმა. აღსანიშნავია, რომ სომხეთი აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. მიმდინარე წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით ყოველდღიურად ხორციელდება სარკინიგზო მიმოსვლა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ მესხიძე, ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი სულხან ღლონტი და მთავრობის აპარატის უფროსი გოჩა ჯაში ესწრებოდნენ. სომხეთის სტუმრების მხრიდან ლორეს ოლქის გუბერნატორი არტურ ნალბანდიანი, ქ. ვანაძორის, ქ. ალავერდის და ქ. ახთალას მერები, ლორეს ოლქის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში ეღიშე სარგსიანი ესწრებოდნენ.
დღესვე, სომხეთის დელეგაციის წევრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ბათუმობის დღესასწაულს დაესწრებიან. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვდებიან უმაღლესი საბჭოს თავმდჯომარეს დავით გაბაიძეს და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. სომხეთის დელეგაცია აჭარას 4 სექტემბერს დატოვებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა