მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ქვეყნის პატიმართა მდგომაროების შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს
და უნეტარესს, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტ ილია მეორეს მიმართავს.
როგორც მიმართავაშია ნათქვამი, პოლიტიკური პარტიების ჩარევა პატიმართა ყოფას კიდევ უფრო დაამძიმებს.
შაშიაშვილი აღნიშნავს, რომ საპყრობილეებში არსებული მდგომარეობა საგანგაშოზე მეტია და თავზარდამცემია და ამ საკითხით ეკლესია უნდა დაინტერესდეს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მსოფლიო განვითარების ისტორიამ მხოლოდ ინკვიზიციის და პოლიტიკური რეაქციის დროიდან შემოინახა მსგავსი ფაქტები.
„საქართველოს საპყრობილეებში არსებული მდგომარეობა საგანგაშოზე
მეტია! თუ შევაჯერებთ ყველა ინფორმაციას რაც პრესით თუ „ზეპირად“ ვრცელდება, რასაც კერძო საუბრებში ადასტურებენ პატიმრები თუ პრობაციონერები, რაც ენით არ და ვერ ითქმება,
ყველაფერი ერთად აღებული – თავზარდამცემია. დღეს პატიმრების ერთადერთი იმედი და სასოება დედაეკლესიაა“ - აღნიშნავს მიმართვაში შაშიაშვილი.

















