logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ყველა ნაბიჯი, რომელიც ამ წლების განმავლობაში განხორციელდა, ჩვენს ქვეყანას ევროპულ სახელმწიფოდ აქცევს“-ჯანელიძე AA შეთანხმებაზე
„ყველა ნაბიჯი, რომელიც ამ წლების განმავლობაში განხორციელდა, ჩვენს ქვეყანას ევროპულ სახელმწიფოდ აქცევს“-ჯანელიძე AA შეთანხმებაზე
21:47 01.09.2017
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ასოცირების შეთანხმების დროებითი ამოქმედებიდან სამი წლისთავთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა.
მინისტრმა ისაუბრა გასული სამი წლის განმავლობაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხითა და ევროპული სტანდარტების დანერგვის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი რეფორმების განხორციელების შესახებ და აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმება კომპლექსური დოკუმენტია, რომელიც ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას გულისხმობს.
ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებით აღნიშნა რეფორმები, რომელიც ქვეყნის სექტორალური პოლიტიკის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე შესაბამისი ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით.
ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად მინისტრმა დაასახელა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. „2014 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ აღნიშნულმა შეთანხმებამ ევროკავშირთან ვაჭრობას მაქსიმალურად შეუწყო ხელი. ჩვენი ექსპორტი იზრდება არა მხოლოდ მოცულობაში, არამედ იზრდება პროდუქციის ჩამონათვალი რომელიც გადის ევროკავშირის ბაზარზე. ევროკავშირი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდა“ – განაცხადა მიხეილჯანელიძემ.
მინისტრმა აღნიშნა ევროკავშირიდან ინვესტიციების მოცულობის ზრდა და საქართველოს მჭიდრო კავშირი ევროკავშირის ფინანსურ ინსტიტუტებიდან, მათ შორის ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან და ევროპის საინვესტიციო ბანკთან, რომლებიც მსხვილ ინვესტიციებს და ფინანსურ პროექტებს ახორციელებენ საქართველოში.
„ძალიან მნიშნველოვანია, რომ საქართველო გაწევრიანდა სხვადასხვა ევროპულ პროგრამებში, როგორიცაა „HORIZON 2020“, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციის განვითარებას, სამეცნიერო კვლევებისა და კვლევითი ინსტიტუტების გაძლიერებას საქართველოში. ასევე „ERASMUS+“, რომელიც ხელს უწყობს განათლების სისტემის განვითარებას, ევროპული სტანდარტების დანერგვას განათლების სისტემაში, ასევე გაცვლით პროგრამებს, როგორც მეცნიერ-მუშაკებისთვის ასევე სტუდენტებისთვის. საქართველო ყველაზე ეფექტურად იყენებს ამ პროგრამას“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა საანგარიშო პერიოდში საქართველოს დაახლოება და ინტეგრაცია ისეთ ორგანიზაციებთან როგორიცაა “Europol”, “Eurojust” და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება.
„ყველა ნაბიჯი, რომელიც ამ წლების განმავლობაში განხორციელდა, ჩვენს ქვეყანას ხდის ევროპულ სახელმწიფოდ და გვაახლოებს იმ საბოლოო მიზანთან, რაც არის ევროპულ ოჯახის სრულფასოვანი წევრობა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი იყო ვიზალიბერალიზაცია, რომლითაც წარმატებითსარგებლობს ჩვენი მოსახლეობა, რაც ხელს უწყობს უფრო მეტ ხალხთაშორის კონტაქტებს, კულტურულ კავშირებს“ - აღნიშნა მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა