logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ვიშეგრადის ოთხეული: ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელი (TEN-T) აღმოსავლეთ პარტნიორობის არეალზე უნდა გაფართოვდეს
ვიშეგრადის ოთხეული: ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელი (TEN-T) აღმოსავლეთ პარტნიორობის არეალზე უნდა გაფართოვდეს
21:41 01.09.2017
სატრანსპორტო და ენერგეტიკული სატრანზიტო დერეფნების განვითარება და ამ მიმართულებით "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებთან თანამშრომლობა მოექცა ვიშეგრადის ოთხეულის ერთიანი დეკლარაციის ფოკუსში.

გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია რომ V4-ისა და EaP შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს შესაძლო ერთობლივი ქმედებები, მიმართული ევროკავშირისა და ჩინეთის დამაკავშირებელი პლატფორმის ფარგლებში „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ ინიციატივას, ევროპის ურთიერთკავშირების ინიციატივებსა და სხვა რეგიონულ ინიციატივებს შორის ურთიერთკავშირის გააქტიურებისკენ.

მინისტრებმა აღნიშნეს რომ გადაწყვეტილება კომპლექსური „ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის“ (TEN-T) აღმოსავლეთ პარტნიორობის არეალზე გაფართოების შესახებ უახლოეს მომავალში უნდა ამოქმედდეს.

მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ენერგეტიკული გაერთიანების მიზნების შესაბამისად, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება მიწოდების წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიცირების, ასევე რეგიონული ენერგობაზრების ინტეგრაციის გზით, კვლავაც ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნების პრიორიტეტად რჩება. უკეთესი ურთიერთკავშირები დივერსიფიცირებულ ენერგოპორტფელთან ერთად უზრუნველყოფს ენერგორესურსების ხელმისაწვდომობასა და მდგრადობას, რაც არის გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის საფუძველი.

მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზის დერეფნის დროული რეალიზაციის მნიშვნელობა. ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ვიშეგრადის რეგიონის სამხრეთ გაზის კორიდორთან ინტეგრაციის კონცეფციის ნებისმიერ ახალ საინიციატივო შენობას, რომელიც საშუალებას მისცემს ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის კასპიის გაზის ხელმისაწვდომობას, აძლიერებს ენერგოუსაფრთხოებას და მთლიანად ევროკავშირის ბაზრის ლიკვიდურობას.

ამასთანავე, მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ნებისმიერი ახალი ინიციატივა, რომელიც ემყარება სამხრეთ გაზსადენის დერეფნის ვიშეგრადის რეგიონთან ინტეგრაციის კონცეფციას, და ზრდის ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს კასპიურ გაზთან წვდომის შესაძლებლობას, ემსახურება მთლიანად ევროკავშირის ბაზრის ენერგოუსაფრთხოებისა და ლიკვიდობის გაუმჯობესებას.

მინისტრებმა გამოთქვეს იმედი, რომ გარე ინვესტიციების ევროპული გეგმა გახდება ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც შექმნის აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული მიზნების განხორციელების შესაძლებლობას. მათ ასევე მიუთითეს ევროკავშირის ფინანსური ინსტრუმენტების ფართო სპექტრზე (ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის, სამეზობლო საინვესტიციო ფონდი და ევროპული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები), რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვანი ინვესტიციების წყაროს და ქმნის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაფართოების, ხალხთაშორის კონტაქტების გაძლიერებისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის საჭირო ფონდების მობილიზების პოტენციალს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა