პარტიაში „ახალი მემარჯვენები“ არ გამორიცხავენ, რომ შინაგან საქმეთა ახალ მინისტრად, მინისტრის ამჟამინდელი მოადგილე ეკა ზღულაძე ან განათლების
მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაინიშნოს.
„ვფიქრობ, რომ შს მინისტრად ეკა ზღულაძეზე ან დიმიტრი შაშკინზე შეჩერდება არჩევანი, რადგან ორივე შემთხვევა ხელისუფლებისთვის მომგებიანი იქნება. შაშკინზე შექმნილი საზოგადოებრივი აზრის მიუხედავად, რომ ის ძალოვანი მინისტრი უფროა, ვიდრე განათლების, საერთაშორისო საზოგადოების თვალში იგი ჰუმანური სფეროდან მოყვანილი მინისტრი იქნება, ხოლო ეკა ზღულაძე, როგორც ქალი არ მოახდენეს თემის აქტუალიზებას, რომ პოლიცია უფრო გააძლიერა და ძალოვანი სტრუქტურებით აპირებს არჩევნების მოგებას“ - განაცხადა „ნიუსპრესთან“ საუბარში „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ.
მისივე შეფასებით, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ყველაზე ცუდი კანდიდატურა მიხეილ სააკაშვილისთვის თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაია იქნება.
„ახალაიას დანიშვნის შემთხვევაში, არჩევნების ჩატარება ასოცირებული იქნება ძალოვან სტრუქტურებზე დაყრდნობით ჩატარებულ არჩვენებზე და არამგონია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ეს გათვლა შეეშალოს“ - აღნიშნა ნაჭყებიამ.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე გუშინ წარადგინა.

















