logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით უმრავლესობა განცხადებას ავრცელებს
საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით უმრავლესობა განცხადებას ავრცელებს
14:32 01.09.2017
საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

„2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, „ქართულმა ოცნებამ“, თავისი წინასაარჩევნო პროგრამით, ამომრჩევლის წინაშე აიღო საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების ვალდებულება, რომლის საფუძველზეც საქართველოს კონსტიტუცია სრულ შესაბამისობაში იქნებოდა მოყვანილი კონსტიტუციონალიზმის პრინციპებთან. აღნიშნული წინასაარჩევნო დაპირების შესასრულებლად, შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების, კონსტიტუციური ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების ფართო ჩართულობით. კომისიამ შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს კონსტიტუციის სრულ შესაბამისობას კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან, რაც ამა წლის ივლისში მკაფიოდ დაადასტურა ვენეციის კომისიამ თავისი საბოლოო დასკვნით.

საკონსტიტუციო ცვლილებები უზრუნველყოფს ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაფუძნებული საპარლამენტო მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებას, კონსტიტუციურ ორგანოებს შორის უფლებამოსილებების მკაფიო გამიჯვნას, პარლამენტის გაძლიერებას, საპარლამენტო ოპოზიციის უფლებების გაფართოებას, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, სასამართლო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობისთვის მყარი კონსტიტუციური გარანტიების შექმნას, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების ჯეროვან მოწესრიგებას.


კონსტიტუციური კანონი არ შეიცავს არცერთ ნორმას, რომელიც აუმჯობესებს მმართველი პარტიის სუბიექტურ პოლიტიკურ პოზიციებს. ამასთან, საკონსტიტუციო ცვლილებები გამორიცხავს საქართველოში ყოველგვარი ავტოკრატიის ჩამოყალიბებას გრძელვადიან პერსპექტივაში. კონსტიტუციური კანონის ყველა საკვანძო ნორმა სრულად ამოქმედდება 2020 წლის ნოემბერში.


ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ოპოზიციამ უარი განაცხადა საკონსტიტუციო რეფორმის მხარდაჭერაზე.


საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო ფართო კონსენსუსის მისაღწევად, „ქართულმა ოცნებამ“, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დასრულებისა და საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღების შემდეგ, კიდევ ერთხელ გამოხატა დიალოგის განახლების მზადყოფნა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მიმართა თხოვნით, მოეწოდებინათ იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელთა კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაში, ისინი მხარს დაუჭერდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. საკითხების ამგვარი ჩამონათვალი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს მისცემდა უმრავლესობის წევრებთან კონსტულტაციების გავლისა და კონსტიტუციურ კანონში შესატან ცვლილებებზე პოზიციების შეჯერების შესაძლებლობას. ამგვარი შეთანხმება, თავის მხრივ, უნდა გამხდარიყო ოპოზიციასთან დიალოგის წარმატებით დასრულების საფუძველი.


თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების არაერთგზისი მცდელობის მიუხედავად, ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო უმრავლესობას არ გასცეს პასუხი კითხვას, რა შემთხვევაში დაუჭერდნენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამის ნაცვლად, პასუხად, ოპოზიციამ წარმოადგინა რამდენიმე ულტიმატუმი და ისიც საპარლამენტო უმრავლესობასთან დიალოგის განახლების წინაპირობად“-ნათქვამია განცხადებაში.


ოპოზიციური პარტიების ამგვარმა კონტრპროდუქტიულმა ქმედებებმა შეუძლებელი გახადა საპარლამენტო უმრავლესობაში კონსულტაციების გამართვა და შესაბამისად, დიალოგის განახლება საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის. ოპოზიციის მოქმედებამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ კონსენსუსის არარსებობა ოპოზიციის თვითმიზანი იყო.


იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციამ საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში დიალოგის პროცესი, ყოველგვარი აზრი დაკარგა კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვამ ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ. აღნიშნული შედეგი მით უფრო სამწუხაროა, რომ ვენეციის კომისიამ გამოავლინა განსაკუთრებული გულისხმიერება საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის მიმართ და ქართულ პოლიტიკურ სპექტრს კონსენსუსის მისაღწევად სტრასბურგში საგანგებო კონსულტაციების მასპინძლობა და მოდერირება შესთავაზა. საპარლამენტო უმრავლესობა მადლობას უხდის ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის მხარდაჭერისთვის.


საშემოდგომო სესიაზე საპარლამენტო უმრავლესობა დაამტკიცებს საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღებულ ტექსტს რედაქციული შესწორებებით. საკონსტიტუციო რეფორმის დასრულების საფუძველზე, საქართველოს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველად, ექნება იმგვარი კონსტიტუცია, რომელიც გამორიცხავს ქვეყანაში ყოველგვარი ავტოკრატიის ჩამოყალიბებას და უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა