logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 გერმანიის სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელი: 25 წელში საქართველო რაკეტის სიჩქარით განვითარდება
გერმანიის სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელი: 25 წელში საქართველო რაკეტის სიჩქარით განვითარდება
13:31 01.09.2017
გერმანიასა და საქართველოს შორის ბერლინში გამართული სამთავრობო კონსულტაციების დროს, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ რამდენიმე ახალი პროექტის ხელშეწყობა დაგეგმა.
გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, მთლიანობაში განიხილებოდა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) 247 მილიონი ევროს ღირებულების ორმხრივი პროექტები. საქმე ეხება, როგორც შეღავათიან სესხებს, ასევე გრანტებს. ამასთან, საქართველო მომავალი წლების განმავლობაში რეგიონალურ პროექტებში, განსაკუთრებით გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) პროექტებში, მონაწილეობას მიიღებს 25,9 მილიონი ევროს ოდენობის თანხით. ეს რეგიონალური პროექტები სარგებელს მოუტანს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას - საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს.

სამთავრობო კონსულტაციები, რომლებიც ყოველ ორ წელიწადში იმართება, წელს ბერლინში საქართველო-გერმანიის წლის ფონზე ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც განვითარების სფეროში თანამშრომლობის 25 წლის იუბილეც აღინიშნება.

„25 წელში ჩვენ აღარ დაგვჭირდება საქართველოსთან განვითარების სფეროში თანამშრომლობა, რადგან საქართველო რაკეტის სიჩქარით განვითარდება“ - ამ გამამხნევებელი სიტყვებით გამოხატა გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ბიოგემან- ჰაგედორნმა აღმოსავლეთ ევროპის „რეფორმების ჩემპიონის“ დაფასება და აღიარება.


აღნიშნული დამატებითი სახსრებით გერმანიის მთავრობა ხელს შეუწყობს მდგრადი ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვის, ეფექტიანი მმართველობის, ენერგეტიკის, წყლის ინფრასტრუქტურისა და ნარჩენების მართვის პროექტებს.



გარდა ამისა, შეთანხმდა დამატებითი დახმარება, პროფესიული განათლების დუალური სისტემის ხელშეწყობისათვის. საქართველოს მთავრობის ოთხი პრიორიტეტიდან ერთ-ერთი პროფესიული განათლების სისტემის რეფორმაა. ამჟამინდელ ხელშეწყობას, რომელიც GIZ-ის მიერ ამ სფეროში ხორციელდება, მომავალში ფინანსური თანამშრომლობის გარდა საინვესტიციო სახსრებიც დაემატება.



მომავალი თანამშრომლობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით მხარეები შეთანხმნენ განვითარების სფეროში არსებული თანამშრომლობის ახლებურად ორგანიზებაზე: კონცენტრაცია გაკეთდება სამ პრიორიტეტზე, მეტი ყურადღება დაეთმობა GIZ-ის და KfW-ის პროექტებს შორის კოოპერაციას და გაფართოვდება რეგიონალური თანამშრომლობა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა