logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ICAO: ოკუპირებულ რეგიონებში რუსული ავიაციის უკანონო ფრენები უსაფრთხოების კუთხით დიდ საფრთხეს წარმოადგენს
ICAO: ოკუპირებულ რეგიონებში რუსული ავიაციის უკანონო ფრენები უსაფრთხოების კუთხით დიდ საფრთხეს წარმოადგენს
13:15 01.09.2017
საქართველოს ელჩი კანადაში და მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) კონსტანტინე ქავთარაძე მონრეალს ეწვია, სადაც შეხვედრები გამართა ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტთან ოლუმუივა ბენარდ ალიუსთან და გენერალურ მდივანთან ფანგ ლიუსთან.
ელჩმა შეხვედრებზე მიმოიხილა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები და ყურადღება გაამახვილა საავიაციო სფეროზე. მან აღნიშნა, რომ ამსფეროში რეფორმები მოიცავს როგორც შესაბამისი ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებას, ასევე, აეროპორტების, საფრენი აპარატების, მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვის უსაფრთხოების მდგრადი სისტემის შექმნას.
ელჩმა აღნიშნა რომ საქართველო ყალიბდება ეკონომიკურ, ფინანსურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ჰაბად რეგიონში, მათ შორის, საჰაერო გადაზიდვების და მომსახურების სფეროში.
შეხვედრებზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს საავიაციო ბაზარზე იზრდება უცხოური ავიაკომპანიების რიცხვი, რომელთაც იზიდავს ლიბერალური, გამარტივებული რეგულაციები და არაკორუმპირებული გარემო.
ICAO-ს ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული უკანონო ფრენები რაც არა მარტო არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ, დიდ საფრთხეს წარმოადგენს საავიაციო უსაფრთხოების კუთხითაც.
საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა მიმდინარე წლის მაისში ICAO-ს პრეზიდენტის თბილისში განხორციელებულ ვიზიტის მნიშვნელობას და გენერალური მდივანი საქართველოში მიიწვია.
თავის მხრივ, ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტი ოლუმუივა ბენარდ ალიუ მიესალმა ICAO-ში წარმომადგენლად კონსტანტინე ქავთარაძის დანიშვნას. მან კმაყოფილება გამოხატა იმ პროგრესთან დაკავშირებით, რასაც საქართველომ მიაღწია საავიაციო უსაფრთხოების სისტემის სრულყოფის კუთხით. იგი მიესალმასაქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზაციული და ფინანსური გაძლიერებისკენ.
ICAO-ს გენერალურმა მდივანმა ფანგ ლიუმ განაცხადა, რომ იგი მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს ელჩთან საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მანასევე გამოთქვა ინტერესი ეწვიოს საქართველოს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა