logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა
13:05 01.09.2017
ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უნგრელ კოლეგას პიტერ სიიარტოს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და უნგრეთის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა უნგრეთი გახლავთ საქართველოს გამორჩეული მხარდამჭერი, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოსთვის მნიშვნელოვან ისეთ საკითხებში, როგორიც არის ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

მინისტრებმა აღნიშნეს ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის გააქტიურებული თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური, განათლების და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა უნგრულ მხარეს უნგრეთის სახელმწიფოს სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ქართველი სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიებისთვის, რომლის მოცულობაც წელს გაიზარდა და უნგრეთში უმაღლესი განათლების მიღების საშუალება 80 ქართველ სტუდენტს მიეცა. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ განათლების სფეროში ახალი შესაძლებლობებისა და ორი ქვეყნის ახალგაზრდობას შორის კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ შეაჯამეს ქვეყნებს შორის განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები, მათ შორის მიმდინარე წლის აპრილში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში, რომლის დროსაც თბილისს ასევე ესტუმრა უნგრეთის ბიზნეს-დელეგაცია. როგორც მხარეებმა აღნიშნეს საქართველოში არსებული ბიზნეს გარემოს გაცნობის შედეგად უნგრული კომპანიების დაინტერესება საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით გაზრდილია. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა უმასპინძლოს ქვეყნებს შორის სამთავრობოთაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგ სხდომას თბილისში.

შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი და იმედი გამოითქვა, რომ 2017 წლის ნოემბერში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი ადეკვატურად უპასუხებს საქართველოს მისწრაფებებს, ახალ იმპულსს შესძენს პარტნიორობას და ხელს შეუწყობს პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებულ თანამშრომლობას.

მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. აღინიშნა ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა უნგრულ მხარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში უნგრეთის აქტიური ჩართულობისთვის, ასევე ბუდაპეშტის მხრიდან საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის აქტიურად წამოწევისთვის.

შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა უნგრეთის თავმჯდომარეობას და ვიშეგრადის ქვეყნებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის შეხვედრები, რომელმაც უკვე რეგულარული ხასიათი მიიღო, საშუალებას აძლევს მხარეებს დასახონ სამომავლოდ ეფექტური თანამშრომლობის გზები.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა