logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 მიხეილ ჯანელიძე: ევროკავშირთან ყოვლისმომცველი დაახლოების პროცესი სიღრმისეული ინტეგრაციის ახალ პერსპექტივებს გაგვიხსნის
მიხეილ ჯანელიძე: ევროკავშირთან ყოვლისმომცველი დაახლოების პროცესი სიღრმისეული ინტეგრაციის ახალ პერსპექტივებს გაგვიხსნის
17:42 31.08.2017
„დარწმუნებული ვართ ევროკავშირთან ყოვლისმომცველი დაახლოების პროცესი სიღრმისეული ინტეგრაციის ახალ პერსპექტივებს გაგვიხსნის“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ქ. ბუდაპეშტში „ვიშეგრადის ოთხეულისა“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა უნგრეთის თავმჯდომარეობას და ზოგადად ვიშეგრადის ქვეყნებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ურყევი მხარდაჭერისთვის.

2017 წლის 31 აგვისტოს ქ. ბუდაპეშტში გამართული პლენარული სესია მთლიანად დაეთმო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ნოემბრის სამიტს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტი ახალ იმპულსს შესძენს „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ და ხელს შეუწყობს პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული თანმშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით ქვეყანა განაგრძობს საქართველო-ევროკავშირის ამბიციური დღის წესრიგის შესრულებას.

„აღმოსავლეთ პარტნიორობამ“ საქართველოს ბევრი რამ მისცა, აღნიშნული შედეგები კი ქვეყნისთვის ევროკავშირში სიღრმისეული ინტეგრაციის ახალ პერსპექტივებს ხსნის.

„ხვალ სამი წელი სრულდება ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედებიდან. ჩვენ მართლაც ბევრი რამ მოგვცა „აღმოსავლეთ პარტნიორობამ“ - წარმატებით მიმდინარეობს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების, ეკონომიკური და საბაზრო ინტეგრაციის პროცესი, ქართული პროდუქცია თავს იმკვიდრებს ევროპულ ბაზარზე, ევროკავშირი საქართველოსთვის გახდა ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი, მზარდი დინამიკით გამოირჩევა ინვესტიციები, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილდებიან, საქართველო გაწევრიანდა ენერგო გაერთიანებაში და ა.შ.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ევროკავშირთან ასეთი ყოვლისმომცველი დაახლოების პროცესი სიღრმისეული ინტეგრაციის ახალ პერსპექტივებს გაგვიხსნის. რა თქმა უნდა ჩვენი საბოლოო მიზანი არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა“ - აღნიშნა მინისტრმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირისთვის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორები“ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროკავშირის ეკონომიკური, ენერგეტიკული თუ ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

„ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ თანამშრომლობას. საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთგულია. ეს ჩვენი საერთო პროექტი და ფართო შესაძლებლობების ჩარჩოა. აღმოსავლეთ პარტნიორებისა და ევროკავშირის თანამშრომლობა ეს არ არის ცალმხრივი გზა “ - დასძინა მინისტრმა.

„ვიშეგრადის ოთხეულისა“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიკსერი და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი.

მინისტერიალის ფარგლებში სამუშაო სესია დაეთმო ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა