logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერი: თუ კლიმატური პირობები ხელს შეგვიწყობს ხანძრის ლოკალიზებას ძალიან მალე მოვახდენთ
პრემიერი: თუ კლიმატური პირობები ხელს შეგვიწყობს ხანძრის ლოკალიზებას ძალიან მალე მოვახდენთ
12:49 31.08.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აბასთუმანში მიმხდარ ხანძარს გამოეხმაურა და სტიქიასთან ბრძოლის შედეგები შეაჯამა.
„მოგეხსნებათ, რომ აბასთუმნის მახლობლად შერეული ტყე იწვის. დღესდღეობით 1000-ზე მეტი ცოცხალი ძალა არის ჩართული სტიქიის წინააღმდეგ ოპერაციაში, მუშაობს ავიაცია, სასაზღვრო ძალების ვერტმფრენი. ამ ეტაპზე ჩართულია კომპანია "თუშეთის" ვერტმფრენი, უკვე ადგილზეა ორი თურქული ვერტმფრენი, ასევე უკრაინიდან თვითმფრინავი, ასევე აზერბაიჯანის ვერტმფრენი. რამდენადაც ვიცი ირანთან მიდის მოლაპარაკება და საჭიროების შემთხვევაში ისინიც დაგვეხმარებიან. რა თქმა უნდა, ძნელია სტიქიას გაუკეთო პროგნოზირება, მაგრამ თუ კლიმატური პირობები ხელს შეგვიწყობს ძალიან მალე მოვახდენთ ლოკალიზებას და საბოლოოდ ჩავაქრობთ ცეცხლს“-განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება ბორჯომის ხეობაში წაღვერის მახლობლად არსებული სტიქიის დაძლევის საკითხს, ბევრი ადამიანის ძალისხმევით საკმაოდ მასშტაბური ხანძარი ჩაქრა.

„მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ეს იყო ერთობლივი ძალისხმევა, ბევრი სახელმწიფო და კერძო უწყების ძალიან კოორდინირებული მუშაობა. მასშტაბები ახლა ფასდება და საკმაოდ დიდი იყო. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ებრძოდა მართლაც გამძვინვარებულ სტიქიას, ეს იყო 3 ათასზე მეტი ადამიანი, რომელიც ველზე იყო ჩართული ცეცხლის ჩაქრობაში. ესენი იყვნენ ჩვენი მეხანძრე-მაშველები, მეტყევეები, საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, პოლიციელები, ჯარისკაცები, ექიმები, ასევე ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლები, ასევე ჩვენი მოსახლეობის ნაწილი და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც დიდი დახმარება გაგვიწიეს ტექნიკით. ერთობლივი ძალისხმევით და კოორდინირებული მუშაობით ჩვენ შევძელით, რომ პირველ რიგში, ადამიანების სიცოცხლე და ქონება გადაგვერჩინა, რა თქმა უნდა, ტყის ძალიან დიდი მასივი გადავარჩინეთ განადგურებისკენ. ეს რისკი ნამდვილად არსებობდა. ვფიქრობ, რომ ღირსეულად დავძლიეთ ეს გამოწვევა. ასეთი გამოწვევის დროს რა თქმა უნდა, შესაბამისი დასკვნების გამოტანაა საჭირო“-აღნიშნა პრემიერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა