logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: ყველა ნაბიჯი განხორციელდა არსებული ფორმალური პროცედურების მიხედვით რაც არის ფორმალური პროცესის შემადგენელი ნაწილი
მიხეილ ჯანელიძე: ყველა ნაბიჯი განხორციელდა არსებული ფორმალური პროცედურების მიხედვით რაც არის ფორმალური პროცესის შემადგენელი ნაწილი
17:59 30.08.2017
„ყველა ნაბიჯი განხორციელდა არსებული ფორმალური პროცედურების მიხედვით. ეს არის ფორმალური პროცესის შემადგენელი ნაწილი და არცერთი ნაბიჯი, არცერთი ქმედება საქართველოს მთავრობის მხრიდან დამალული არ ყოფილა“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რუსეთისთვის დახმარების მოთხოვნაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ტელეკომპანია "იმედში" პირდაპირ ეთერში საუბრისას მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, ბორჯომში ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში საქართველომ დახმარებისათვის საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა.
"ჩვენ გვქონდა რეზერვში მობილიზებული ყველა ის რესურსი, რომელიც საჭიროების შემთხვევაშიშესაძლებელი იყო გამოყენებულიყო. აქედან გამომდინარე, გამოვიყენეთ საერთაშორისო ფორმატები, ასევე ორმხრივი ფორმატები, იმისათვის რომ ყველა საჭირო ტექნიკა, რაც გარკვეული განვითარებების შემთხვევაში შესაძლებელი იყო გამოყენებულიყო გვქონოდა მობილიზებული. მივმართეთ როგორც ევროატლანტიკური საგანგებო სიტუაციების ცენტრს, ასევე ევროკავშირის საგანგებო სიტუაციების ცენტრს, გაერო-ს ფარგლებში შესაბამის ცენტრს, ასევე ვიმუშავეთ ორმხრივ რეჟიმში. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ საერთაშორისო ფორმატში მოთხოვნილი დახმარების შემდეგ ასევე საჭიროა ორმხრივი კომუნიკაცია, ორმხრივი მოთხოვნები,როდესაც უკვე განსაზღვრულია თუ რა ტიპის დახმარებაზე, ტექნიკაზე და შემდგომ ნაბიჯებზეა საუბარი.“- განაცხადა ჯანელიძემ.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, რუსეთიდან შესაძლო დახმარების თაობაზე თავიდანვე იყო კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ჯერ კიდევ 22 აგვისტოს, შემდეგ კი 24 აგვისტოს გააკეთა განცხადებები. 26 აგვისტოს კი, მას შემდეგ რაც საზოგადოება დაინტერესდა კონკრეტული პროცედურით, რუსეთთან შესაბამისი კომუნიკაციის დეტალური განმარტება გააკეთა პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბაბაშიძემ.
რუსეთისათვის ნოტის გაგზავნის საკითხზე საუბრისას მიხეილ ჯანელიძემ კიდევ ერთხელ განმარტა ამ პროცედურის ფორმალური მხარე და უკრაინის მაგალითი მოიყვანა "მაგალითად, როდესაც საქმე ეხება ნოტას, გუშინ მოგეხსენებათ რომ საუბარი შედგა პრეზიდენტ პოროშენკოსა და პრემიერ კვირიკაშვილს შორის, მაგრამ ასევე ფორმალობა მოითხოვდა ნოტის გაგზავნას უკრაინულ მხარისათვის, ამ საუბრის შემდეგ და გამოხატული მზაობის შემდეგ უკრაინის მხრიდან ჩვენ გავაგზავნეთ ნოტა დახმარების თხოვნით"- აღნიშნა მინისტრმა.
მიხეილ ჯანელიძე ასევე გამოეხმაურა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ მათი შეფასებები სრულიად უპასუხისმგებლო და პოლიტიკური სპეკულაციის მატარებელია.
„ოპოზიციამ იცოდა რუსეთის დახმარების შესახებ 22 რიცხვშივე, თუ რაიმე კითხვა არსებობდა რომელიმე დეპუტატის მხრიდან ან რომელიც ჟურნალისტის თუსაზოგადოების მხრიდან, საქართველოს მთავრობა ყოველთვის მზად იყო და დღესაც რჩება ღია ნებისმიერი კომუნიკაციისთვის. არანაირი ნაბიჯი დამალული არყოფილა ჩვენს ქმედებებში, ამიტომ დამატებითი ინფორმაცია იმის გარდა რაც საჯაროდ უკვე მიწოდებულია საზოგადოებისთვის ჩვენ არ შეგვიძლია არავისმივაწოდოთ, რადგანაც ეს არის სრულყოფილი ინფორმაცია“ -განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა